ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
1 სექტემბერი, 2023


შუაღამის იდილიას

   
შემოღამდება ცის ნაპრალები
და თან ნაცნობი შუქის ჭიდილი,
აანთებს ქარებს დანაბარებით,
ვერ დაიკვეხნის, ვერას იცინი,
როს მარტოობა უშენოდ განვლო,
და საფიცარი დანახატია,
უამბოდ ვიცი უჩემოდ წვალობ,
ეს ლექსი არის, განა ხატია,
რად მეთქმის ერთი დანაბარებად,
რად არ მიქარვებს გრძნობა ელადა,
დაისადგურა ირგვლივ ქარებმა,
მე კი არვიცი,ცა მომელანდა,
ცა ქუხდა უცნობ ცათა სიაში,
ვერვნახე ერთი მარტო დარჩენით,
და სანუკვარი კი ამ ლიახვში,
არ დავიტირებ ვწუნობ არჩევნით,
როდი მარტოა ჩემი ფიქრები,
თურმე ნაცნობა ელდამ დალახვრა,
და საფიცარი განაფიქრები,
ცამ სეტყვა წვიმით ცები დანაცრა,
რად მებრძვის ასე ბოროტი არსი,
როდი მარტოა გამოსარჩლება,
როს მარტოობა გავიდა ფარსით,
ზამთარი ჭამეს თეთრმა შაშვებმა,
ვიტყოდი მარად იყოს და ერად,
დარჩება წამი განვლილი წუთის,
ბგერაა დარდის იყო და ბგერად,
დარჩება კითხვად გახსნილი ყუთის,
მე შენით ვტკბები და სულ მარტოა,
ჩემი ცა შენით და ნამთვრალევი
გავივლი ქუჩას და ყაბარდოა,
სამშობლო ჩემი განა ცვალების,
არასდროს ვიტყვი რატომ ვეტრფოდი,
და სიტყვა ჩემი უცხოს რომ გავდა,
ასე სტრიქონის სიტყვით ვერთობი,
და სიყვარული გადამიბარგდა,
დაე დასჭექოს ცამაც სუდარით,
რომ გამარტება ასე ვიცოდი,
ასე დღენია ჩემი მუდარით,
მე კი უკეთაც თურმე გიცნობდი.

თ.გუბელიძე
შემოღამდება ცის ნაპრალები
და თან ნაცნობი შუქის ჭიდილი,
აანთებს ქარებს დანაბარებით,
ვერ დაიკვეხნის, ვერას იცინი,
როს მარტოობა უშენოდ განვლო,
და საფიცარი დანახატია,
უამბოდ ვიცი უჩემოდ წვალობ,
ეს ლექსი არის, განა ხატია,
რად მეთქმის ერთი დანაბარებად,
რად არ მიქარვებს გრძნობა ელადა,
დაისადგურა ირგვლივ ქარებმა,
მე კი არვიცი,ცა მომელანდა,
ცა ქუხდა უცნობ ცათა სიაში,
ვერვნახე ერთი მარტო დარჩენით,
და სანუკვარი კი ამ ლიახვში,
არ დავიტირებ ვწუნობ არჩევნით,
როდი მარტოა ჩემი ფიქრები,
თურმე ნაცნობა ელდამ დალახვრა,
და საფიცარი განაფიქრები,
ცამ სეტყვა წვიმით ცები დანაცრა,
რად მებრძვის ასე ბოროტი არსი,
როდი მარტოა გამოსარჩლება,
როს მარტოობა გავიდა ფარსით,
ზამთარი ჭამეს თეთრმა შაშვებმა,
ვიტყოდი მარად იყოს და ერად,
დარჩება წამი განვლილი წუთის,
ბგერაა დარდის იყო და ბგერად,
დარჩება კითხვად გახსნილი ყუთის,
მე შენით ვტკბები და სულ მარტოა,
ჩემი ცა შენით და ნამთვრალევი
გავივლი ქუჩას და ყაბარდოა,
სამშობლო ჩემი განა ცვალების,
არასდროს ვიტყვი რატომ ვეტრფოდი,
და სიტყვა ჩემი უცხოს რომ გავდა,
ასე სტრიქონის სიტყვით ვერთობი,
და სიყვარული გადამიბარგდა,
დაე დასჭექოს ცამაც სუდარით,
რომ გამარტება ასე ვიცოდი,
ასე დღენია ჩემი მუდარით,
მე კი უკეთაც თურმე გიცნობდი.

თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები