ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკე...
ჟანრი: პოეზია
12 სექტემბერი, 2023


●●● (ლილე)

"ლილე"

რანაირად იციან ხოლმე,
შემოცვივდებიან
"მწვანეწყალთან",
არც იმას იკითხავენ:
დაშრა,
დაგუბდა,
თუ დაიწრიტა.
შემოგევლეთ.
ჩემი ენერგოეფექტურები.
სიცოცხლის ნიშანს შეატყობენ და
შემოცვივდებიან,
თითო - თითო დინამიტს
შემოაგდებს,
თევზს მოხვეტენ,
სათლებს გაივსებენ
და გარბიან,
არც გამარჯობა,
არც ნახვამდის,
ან როგორ ხართო,
ან რა გაცოცხლებთო,
კითხულობენ?
შენც არ მომიკვდე!
მთავარია იდეები  არ დაგიშრეთ,
დანარჩენი წყალსაც წაუღია.
კარგად იყავით,
მომავალ წლამდე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს