ცას მიწვდა ლოცვა გარიჟრაჟი იყო პირამდე, ვით სანუკვარი გაზაფხულის შემოდინება, გაიქცა სიტყვა უსასრულო განაპირამდის, დათმეს ერთგული გაირინდა უხმოდ დინება, მზე დასცდა პირით უსიამო ლაჟვარდს ჩვეული, და საღამოა უსასრულოდ რომე ფიქრები, არავინ იყო მაგრამ რჩება გამორჩეული, სიტყვები მისი ამოსული სეტყვის ზვირთები, ცა არ სჭექს მნათობს და ქუხილი დარჩა სიშორედ, მარტის თვის გამო განდგომილი გამოცვალება, ასეა დარდი და სტყვებით მასაც ვიშორებ, ეს რაა ლოცვად ან რა ნახეს ჩემმა თვალებმა, მე ვეტყვი უფალს თუ კი მზერას შემატყობს უცხოს, და არეული დალაგდება ჩემი დინება, არა არ მშვენის სიარული მე ახლა უნდოდ, დავდივარ გარეთ ცანი ჩანან ჩემით ბინებად, როდი მარტო ვარ უცნაური ღელვა შემატყვე, ვით ორმო ღრმაა ამოსვლისთვის წადილს გავრბივარ, დროა ლაშქარი საბრძლოველად მალე შემართე, მე ვერ ვიშორებ და ამ ლოცვას ვერ გადავდივარ, მე გეტყვი,მალე გაიღება გულის კარები, და თუ ბრძოლისას უკუნეთის მხარეს დავეცი, მაშინ არ მინდა ეს სულიც რომ დანაცვალები, და ლახვარივით მტერს სიტყვები გულში ჩავეცი, რად არ მიქარვებს აღარავინ დარდებს ეჭვიანს, რომ განაპირა სიხარული ჩემთვის უცხოა, ასე ვბათილობ შეცდომებსაც თურმე ერთიანს, და ყველგან მავალს თურმე მტერი დღესაც უძმოა, ვისთვის მეხოტბე და სასჯელი ლექსის წერაა, რომ უცნაურად გარინდულან გარეთ ხევები, თუ ჩემი ნატვრა სხვა სიცოცხლის ბედისწერაა, მჯერა სატრფოსაც უკეთესათ მოვეფერები, ცას გალობს,ფრინველთ არ უგვრძვნიათ ჩემი დინება? და სანუკვარი ,მოგონებად დარჩეს უკუნი, ასე ძარღვებში თუ სისხლიც კი მოედინება, მაშინ ბრძოლასთვის გავიმეტებ იყოს სოხუმი, და დარჩეს წვიმად ძველი სისხლის აწი დინება, რომ შთამომავალთ დავუტოვოთ გზანი ცვრიანი, თუ ბრძოლის ჟინი ძარღვებს აწყდეს,დარჩეს გინებად, სიტყვაა ჩემი ერთობ რომე სამართლიანი.
თ,გუბელიძე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. თქვენგან მოწონებული?
თქვენგან მოწონებული?
2. თქვენგან მოწონებული?
თქვენგან მოწონებული?
1. უფალმა ისმინოს მთიულის ლოცვა! უფალმა ისმინოს მთიულის ლოცვა!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|