| ავტორი: დეკაბრისტი ჟანრი: პოეზია 26 სექტემბერი, 2023 |
სანამ კითხულობ ჩემს თვალებში ქვესკნელის პრინცებს, (თვალებში, სადაც დაბინავდნენ ანევრიზმები), ვირეკლავ წყვდიადს წარსულ(ებ)ის, ტკივილის სივრცეს, და გპრიდები რომ ამ სივრცეში გავიხიზნები.
გავქრები, სანამ სასულეში ჩაგდმგარვარ ყინვად, უცნაურია, რომ ვიფიქრო მსგავსისთვის იწვი, გავქრები როგორც REMფაზები, სიზმრების ხილვა ამოისუნთე(ბ), რომ მოვშორდი მორიგი ხიჭვი
იმ ოზონის შრეს, რომელიც შენს გულმკერდში იშვა დაგხუჭავ თვალებს, საჩვენებლ თითს რომ მომიშ'ვერ უდაბნოების უფლისწულს და უბადურ პირმშოს, რომელსაც ნებსით უნებლიედ და(მ)არქვი შიში.
ამოიკითხავ ჩემს თვალებში ქვესკნელის პრინცებს, შორს აღარ წავალ არ მოვყვები ყველა ორთოდოქს ალბათ გაშინებ ბოლობოლო ჩემი პრინციპით, რომ არ ვმჟღავნდები არასოდეს არცერთ ფოტოზე .
თუნდაც რომ არ ვსვამ უცხოს ხელით მოხარშულ ყავას, მხოლოდ შავ ფერში, ასში ერთხელ, თუ გავსვრი ყალამს რომლის ფუნქცია ძირითადი გამხდარა ხალა, ხალა - რომელიც აფრთხობს სვავებს. ყორნებს და ყვავებს.
სანამ თვალებში კვლავ მიაგნებ უფსკრულის პრინცებს მე ნეგატივის უფლისწული, უდაბნოს პირმშო გავყვები შარა გზებს წყვიდადის, ტკივილის სივრცეს, რადგან მეორედ ვეღარასდროს დამარქვა - - შიში.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|