დროს ვერ ვიშორებ, საკითხავი თურმე წიგნია, და განშორება ოფლისღვრისთვის განწირულებად, მე შენი სახე ათას ქალში თურმე მიცვნია, ასე გწერ პირჯვარს,შენ მომავალის გარიყულობას, მე ვწერე სიტყვა განთიადი იყო სიშორე, და სამზირალი ჩვენი ბუდე თუკი დაიქცა, მე კალმისტარი აღარ მქონდა სხვისგან ვითხოვე, ჩემი მუზები კი რჩებიან, ერთი გაიქცა, საც უცნაური ყოფა გვიდგას,ელავს ოქტომბრით, ვით სანუკვარი გარიგების გამოხილვაა, ვერ შეგელია ჩემი გული ვამბობ ორჭოფით, რის გამო გშველი ან სად იყო ჩემი ხილვაა, ერთობ დამშრალი ცრემლიანი ვუმზერ დარაბებს, როს იწადილოს შემოდგომამ გამოღვიძება, ეს ოქტომბერი იმ დარაბებს ვიცი გააღებს, ან სხვისი კარი და დარაბი რამედ ექნება, ვიცდი,უშვილოდ დარჩენილი ჩემი სახელი, და უბედური განთიადი თურმე შორია, ან რად დაგტოვე ან სიავე თურმე რად ვქენი, ხიდის მაგივრად მდინარეზე ხის რომ მორია, გეტყვი აინთე ლამპარივით ერი იშვილე, რომ გაიოცოს გაოცება სხვათა ერებმა, ასე დავწერე უცხოსაგან წანაკითხშივე, ასეა სიტყვა გაგაოცოს იქნებ ბგერებმა.
თ.გუბელიძე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. რამდენი ფიქრი , დარდი და წუხილია. რამდენი ფიქრი , დარდი და წუხილია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|