ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: პროზა
5 ოქტომბერი, 2023


რკალი ზოდიაქო. კირჩხიბი

        ყველაზე  ხშირად ზეცაში ვხვდებით ერთმანეთს,  მზის თორმეტ მადევარზე ვლაპარაკობ...ძალიან შეგვიყვარდა  ‘’დიდი წვეთის’’ გამჭვირვალე გარსზე სეირნობა. მაშინვე აქეთ მოვრბივართ, როგორც კი თავისუფალ დროს ვიშოვნით.  იმის თქმა კი არ მინდა, თითქოს მიწიერი  ბაღები  დავივიწყეთ. ყოველ შემთხვევაში ჩემს თავზე ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი, ხშირად ვსტუმრობ იქაურობას და ჩემისთანა მოსეირნეებსაც ვხვდები ხოლმე,  მაგრამ უმეტესწილად აქეთკენ მოგვიწევს გული. მაგნიტივით გვიზიდავს ვარსკვლავიერი ბილიკები,  და არც გვბეზრდება...
      ძნელი მისახვედრი არაა, თუ რამ ითამაშა აქ გადამწყვეტი როლი. ცის თაღზე გასეირნება ხომ  ძველიძველი  ოცნებაა, რომლის ბავშვობიდანვე თან გვდევს. შევყურებთ ზეციურ ბროლის თაღს და  ნეტავი მასზე ფეხის დადგმა შემეძლოსო, ვოცნებობთ. ‘’დიდი წვეთის’’ წიაღში ეს ოცნება რეალობად იქცა. და რატომღაც ისე მოხდა, რომ სწორედ ახლა, შუა გზაზე ყოფნისას,  გავიაზრეთ ეს ყველაფერი ბოლომდე.  ამაზე დასაფიქრებლად არც გზის დასაწყისში გვეცალა, როდესაც პირველ ნაბიჯებს ვდგამდით ცაზე, ახალი გარემო ყურადღების უკიდურეს დაძაბვას მოითხოვდა ჩვენგან, და არც შემდგომში, ‘’დიდი წვეთის შინაგანაწესის საბოლოო გათვისებისას. როგორც ჩანს, ზედმეტად ჩაგვირია იმ უამრავმა წვრილმანმა საზრუნავმა, რაც გამუდომებით გვახვევია თავზე.  არც ისე ბევრი დრო გვრჩებოდა  საკუთარ თვთან განმარტოების და ჩაღრმავებული ფიქრებისთვის. და ამ წუთას, როდესაც ცაზე დავაბიჯებ, ყველაზე მეტად სწორედ ეს მაკვირვებს, ამდენხანს რატომ ვერ ვამჩნევდი  ამ მოვლენის  სრულიად განსაკუთრებულ ხასიათს, ეს ხომ მართლაც ოცნების ხორცშესხმაა, თანაც ყველაზე სანუკვარი ოცნების, რაც კი ოდესმე კაცობრიობის  წარმოსახვას უშვია. გაოცებით დაჰყურებ საკუთარ ტეფრებს და გიჭირს დაჯერება, რომ ისინი სწორედ ცის თაღს ეყრდნობიან. არადა, სწორედ ასეა, არაფერზე დგეხარ, არაფერზე მიაბიჯებ, შენს ქვევით კოსმოსური უსაზღვროება განფენილა, ვარსკვლავები მჩხვლეტავი მზერით გაჯილდოებენ, შენ მათ არხეინად უსწორებ მზერას და ხან ერთს, ხან მეორეს მიჩქმალავ  საკუთარი ფეხსაცმლის წვერით...ასე ნელნელა ინაცვლებ ადგილს და  გუნებაში ხშირხშირად იმეორებ,  რომ ეს თვით ზეცაა შენს ფეხქვეშ განფენილი... და ეს საბოლოოდ რომ დაუმტკიცო საკუთარ ტავს,  თავს  უკან გადასწევ და შენს ზემოთ გამოკიდებულ მიწიერ ბირთვს შეჰყურებ. მერე ისევ დაბლა, ზეცისკენ დაიხედავ...
          რა კარგად ჟღერს არა? დაბლა, ზეცისკენ... ძალიან გვართობდა ეს  სეირნობანი და ფეხსაცმლის ჭვინტით ვარსკვლავთა მიჩქმალვა, განსაკუთრებით მგზავრობის დასაწყისში. საგანგებოდ ვეძებდით ვარსკვლავებით  რაც შეიძლება უხვად  მოკენჭილ ციურ უბნებს, რათა რაც შეიძლება ბევრი ვარსკვლავი წაგვეშალა ( ხუმრობით ასე ვუწოდებდით ხოლმე) მათზე ფეხის დაბიჯებით. ეს მართლაც მშვენიერი გასართობი იყო და გულსაც ხშირად ვაყოლებდით, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, თითქოს ჩვენი მშობლიური ცთომილის ცა დაგვვიწყებოდა. არც ისე იშვიათად, მის ბროლის თაღზეც  მოგვენატრებოდა ხოლმე ფეხის დადგმა.  „დიდი წვეთი“  არც ამაზე გვეუბნებოდა უარს, საკმარისი იყო სრულიად უბრალო, ეშმაკურ მოწყობილობათა  უმარტივესი მანიპულაცია და ვარსკვლავიერი ღამის ცა იმ ფერად შეიღებებოდა, რომელსაც კი  მოვისურვებდით.
        არ არსებობს ორი ერთნაირი ცთომილი, ცნობილი ჭრეშმარიტებაა, უამრავ განსხვავებას აღმოაჩენთ მათ შორის, თუნდაც სრულიად ერთნაირები  ჩანდნენ ერთი შეხედვით. ასევე,  ყველა ცთომილს თავისი საკუთარი, ანუ თავისებურად განსხვავებული  ცა ახურავს თავზე, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ელფერით.  რა ფერის ცა აღარ არსებობს, ფერთა პლიტრა აქ  ნამდვილად უსასრულოა. მინახავს იხვის ჭუჭულივით ყვითელი ცა, მიწიერი დაფიონივით სისხლისფერიც და კიდევ უფრო ჩამუქებულიც შედედებული სისხლის მინაგვარად,  პასტელის ფერებით მოკაზმული ცაც შემხვედრია, მართლაც მეტად საამურია სანახავად.  მრჩობლედი ვარსკვლავების ცა ხომ, ნუღარ იტყვით, რა სანახავია, ცისარტყელას ფერების ჩანჩქერები მოედინებიან მათგან.  ყველა ცთომლის ცა თავისებურად მშვენიერია,  ვერ იტყვი, რომელი რომელს სჯობს,  მაგრამ მე, ჩემდათავად, ყველას ჩემი დედამიწის ცა  მირჩევნია, ყველაზე მეტად მის თაღზე სეირნობა მხიბლავს და მიზიდავს. მისი ლურჯი ფერი დროის ყველა ზღვარს შლის ჩემთვის,  ის თვით მარადისობის ფერია .
        რაც შეეხება ცთომილთა ღამეულ ცას,  უმეტესწილად  ისინი ერთმანეთს გვანან, თანავარსკვლავედთა მიმდევრობას თუ არ მივიღებთ მხედველობაში ანუ მათ მოყვანილობას  თუ არ დაუწყებ  კირკიტს. ხანდახან ისედაც ხდება, რომელიმე ნისლეული  გაიფოფრება ჩვენს თვალსაწიერზე,  ფაფუკ კიდურებს გადმოაფენს... ეს უკვე ნამდვილად არაა  ჩემი მშობლიური, მიწიერი ცა. ეს ან უცხო ცთომილის ცაა, ანდა  ჩვენი გზის ის მონაკვეთი, როცა „დიდი წვეთი“  რომელიმე ნისლეულის  მახლობლად აღმოჩნდა.
        უმეტესწილად კი, როგორც უკვე ვთქვი,  „დიდი წვეთის“  ღამეულ  ცაზე დავაბიჯებთ ჩვენ, მზის მადევრები,  მშობლიურ ცთომილთა ცის ფერების მოხმობა  მხოლოდ გასართობია, საამური და თან სასარგებლოც,  ცხადია... მშობლიურ სამყაროს უფრო ვუახლოვდებით ამით,  ამის შემდეგ კი ისევ ‘’დიდი წვეთის’’ ცას ვუბრუნდებით. ისიც არანაკლებ მახლობელია ჩვნთვის, ყოველ შემთხვევაში, ახლა ამ წუთში ნამდვილად ასეა, მყარად ვგრძნობთ თავს მისი წყალობით, ვარსკვლავდა მირიადების წიაღში ჩაკარგულები.
        ასე რომ, ყოველთვის სიმოვნებით ვუსწორებთ თვალს  ვარსკვლავთა მოციმციმე  ნაქარგებს, რომლებიც ჩვენი ნაბიჯების მიღმა აჭყეტენ თვალებს, ჩვენი ყურადღება ამ მიმართებით არასოდეს განელებულა.  და აი, ერთ მშვენიერ დღეს შევამჩნიეთ, თითქოს ვარსკვლავთა გუნდებმა გამეჩხრება იწყეს,  ანუ ჩვენი ფეხსაცმლის ჭვინტი სულ უფრო და  უფრო  ცოტა ვარსკვლავს ჩქმალავდა, როცა ‘’დიდი წვეთის’’ ცაზე დავსეირნობდით.  დიდად არ  გავუკვირვებივართ ამას,  უკვე მზად ვიყავით რაღაც ამდაგვარისთვის. ... ‘’დიდი წვეთი’’ მეტად რთული გზის მონაკვეთს გადიოდა, სადაც სიცარიელის ნამდვილი უდაბნო იყო...ერთგვარად თავშესაქცევიც კი გვეჩვენა, აბა რამდენი ვარსკვლავი მიიმალა და რამდენი ჩაიძირა?  ასე დავარქვით იმ მოვლენას, როცა ვარსკვლავები უჩინარდებოდნენ, თითქოს მართლა უდაბნოს ქვიშაში იძირებიანო.  მაგრამ აი, როცა ძალიან გახშირდა ეს ჩაძირვათა რიცხვი, ეს უკვე აღარ მოგვეწონა.
        ერთხანს იხტიბარს არ ვიტეხდით, დავსეირნობდით გამრჩხრებულ ვარსკვლავთა მკერდზე. მე ჩემი  მხრით რამდენიმე პოეტური ფრაზაც შევახსენე საკუთარ თავს... დარწმუნებული ვარ სხვებიც იმავეს ქმოდნენ, ოღონდ თავისთვის, უჩუმრად;  დაე, თავდაყირა დადგეს ყველაფერი, გაუვცალონ რთმანეთს ადგილები მიწამ  და ზეცამ, პირაშკმულმა უფსკრულმა  მოიცილოს ფერადოვანი პირბადე და თავისი ნამდვილი სახით წარმოვიდგეს.  თუნდაც პირველქმნილი ქაოსის ნისლმა დანთქას  მთელი სამყარო...’’დიდი წვეთის’’  მოგზაურები თვალს ყოჩაღად გავუსწორებთ ყოველივეს. ამისთვის ერთადერთი რამ არის საჭირო, მყარ საყრდენს უნდა ვგრძნობდეთ ფეხქვეშ. და ეს საყრდენი თუნდაც მიწიერი იყოს, თუნდაც ზეციერი, ამას აღარ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი ხერხემალი მუდამ მშვილდივით მომართული იქნება.  აი ასეთნაირად ვშველოდით საკუთარ თავს და ერთმანეთსაც, მხნეობა არ გვღალატობდა, მიმოვსეირნობდით ზეციურ ბილიკებზე, ამ საამურ ჩვევაზე უარის თქმას არასდიდებით არ ვაპირებდით,  მაგრამ როცა  ვარსკვლავები მთლიანად გაუჩინარდნენ, ზეცაზე სეირნობის სურვილი სრულიდ დაგვეკარგა..როგორი საქმეა, მიაბიჯებ  სამყაროსეული უფსკრულის თავზე და ერთი ვარსკვლავიც კი არ ჭიატობს სადმე. რომ თვალი შეაჩერო მასზე....
        გვეჩვენებოდა, თითქოს რაღაცაში ვიძირებოდით... და ამას დასასრული აღარ  უჩანდა, წყვდიადი თანდათან ნთქავდა უყოვრელივეს,  ნელნელ. თვალისთვის შეუმჩნევლად გასცდა ზეციურ ბილიკებს, მიწიერ ბირთვსაც  შემოხვია საცეცები, ისიც თავის წიაღში მოამწყვდია...
        ჩვენ რაღას ვიქმოდით, მზის მადევრები?  ოჰ, ბევრს ვერაფერს.  რაც მთავარია, ვიცოდით, რაც ხდებოდა, უდაბნოში მოვხვით, სულ ესაა. ანუ სიცარიელის  შუაგულში ჩავიძირეთ, ეს კი ნამდვილი მახეა.  შორს დარჩა მანათობელი სამყაროები, ენერგიას ვერსაიდნ ვეღარ შევავსებთ,  ძალზე დიდი მომჭირნეობა გვჭირდება,  ამიტომაც ასე ჩაბნელდა  „დიდი წვეთის“  წიაღი. არსად არ ჭიატობს თუნდაც სულ პატარა ნაპერწკალი სინათლისა,  ანუ თვალს მიეფარა ხომალდის წიაღში მღვივარი მზის ნაპერწკალი,  სხვა კალაპოტში მოექცა.  “დიდ  წვეთს“  დიდი ენერგია სჭირდება, რათა ამ მახეს თავი დააღწიოს. 
        დგება ჟამი, როცა ყველანი სრული უმოქმედობისთვის ვართ განწირულნი, და ეს ყველაფერზე უარესია. რა მოხდება? არავინ იცის, კირჩხიბის ჩათვლით, ახლა პულტთან რომ ზის.  და რა შეუძლია? როგორ გაართმევს თავს ამ უცნაურ, ჩაბნელებულ  სიცარიელეს, რომელშიაც მთელი სამყაროები უკვალოდ იკარგებიან.  ფიქრები, როგორც იტყვიან, ყველას ტვინს გვიჭამს. თანაც, სიბნელე  წამქეზებლად გამოდის ამ მხრივ,  სინათლეში მოქმედებ, სიბნელეში ფიქრობ.. და რაზე ვფიქრობ მე , ამ წუთში, ერთიანად წყვდიადში ჩაძირული...არსებობს ასეთი თქმა. თვალში თითს ვერ მიიტანო. ზუსტად ამ დღეში ვართ ახლა. ათივე თითს ფართოდ ვშლი სიბნელეში, ვერაფერსაც ვერ ვხედავ. ათი თითი, ციფრი ათიანი, ერთი და ნული.  ციფრი და ციფრები, რომლებიც გამომთვლელი მანქანების სტომაქებში მიედინებიან. სწორედ ციფრები იბრძვიან, ციფრებმა უნდა გადაგვარჩინონ.
        ჩვენმა შორეულმა წინაპარმა ოდესღაც სწორედ საკუთარი ხელისთითებზე ისწავლა თვლა. ეს ძალიან, ძალიან დიდხანს გაგრძელდა, და რა მიიღო? ცხრა ერთნიშნა ციფრი. ბოლო მეათე ციფრი კი ორნიშნაა,  ერთი და ნული. ამით დაედო დასაბამი იმ ციფრთა ნიაღვრებს, რომლებიც  დღეისდღეობით    ყოველივეს ძერწავენ ჩვენს ირგვლივ. და რამ ჩააგონა მას, იმ პირველქმნილ მოაზროვნეს, ორნიშნა ციფრით აღენიშნა მეათე თითი. საიდან ესტუმრა მას ნული და ერთი?  ვინ გამცემს ამაზე პასუხს,  თუმცა ამჟამად დიდად არც მჭირდება.  ჩვენ,  წყვდიადში ჩაძირულ  მზის მადევრებს, სწორედ იმ ციფრების ნიაღვრები გვჭირდება, გამომთვლელი მანქანების ამოურწყავ სტომაქებში რომ ბობოქრობენ. ’ მათ უნდა გაკვალონ გზა დაკარგული სინათლის ბილიკისკენ.
        ერთიანად მოკუნტულები ვზივართ სრულ წყვდიადში, ჩვენი თვალები გაუმაძღად დაეძებენ გაკარგული სინათლის  რაღაც კვალს, თუნდაც უმცირეს ნაპერწკალს. ჯერჯერობით მსგავსი არაფერია.
        ხანდახან ვგრძნობთ სუსტ ვიბრაციას, ეს გრავიტაციული ტალღები ეხლებიან  ჩვენი ხომალდის  გარსზე...  დიდი შტილის შემდე გგრავიტაციულ ქარიშხალში ამოვყავით თავი..
        ის დროც დადგა,  როცა დამცავ კაფსულაში მოგვიწია გადაბარგება.    კირჩხიბიც ჩვენთანაა, პულტი ცარიელია, ‘’დიდ წვეთს’’ აღარავინ მართავს, რა მოხდება?  ეს კითხვა ლოდივით კიდია ჩვენს თავებს ზემოთ და უხმოდ ყვირის, და არავის შეუძლია მასზე პასუხის გაცემა, არც უხმოდ, არც ხმიანად.  ვცდილობთ ერთმანეთი ვანუგეშოთ, და ცხადია , საკუთარი თავიც. ერთმანეთს  შევახსენებთ, რომ  „დიდი წვეთი“  ნამდვილი სრულყოფილებაა,  საკუთარი თავის დაცვის ამოუწურავი უნარი აქვს.  ამას დაუმატეთ დამცავი კაფსულა, ისიც  საიმედოდ გვიცავს ამ ქარიშხლებისგან, თვით  „დიდ წვეთზე“  რომ არაფერი ვთქვათ. მზის ნაპერწკალიც  ჩვენთანაა, როგორც ყოველთვის. მართალია, სხხვა კალაპოტში მოექცა, მაინც არ მივუტოვებივართ, თვალისთვის უხილავად  სუფევს  ჩვენი ხომალდის წიაღში და ჩვენს ძარღვებში.    უნებურად მაგონდება დედამიწის შორეული ბინადარი, ნადირის ტყავში გახვეული  ქმნილება... მასაც ხომ ყველგან თან დაქონდა კოცონის ნაპერწკალი, ანუ ცეცხლმოკიდებული მუგუზალი, რათა კვალად დაენთო ცეცხლი, მისი მაცოცხლებელი. რამდენ საშუალებას მიაგნო საამისოდ, ჩვენც შევძლებთ რაღაცას.  რამდენი  რამ შევმატეთ  იმ პირველ ნაპერწკლს, მის  ამარა ხომ არ დავრჩენილვართ... თუნდაც  ნულის და ერთის უსასრულო კომბინაციები ვთქვათ,  მათ ხომ ნამდვილ სასწაულებს გვაზიარეს, ენერგიის ამოურწყავი საცავები შექმნეს.  ასე რომ, არის რაღაც იმედი,  მაგრამ მაინც  ვერ ვმშვიდდებით, საშიშროება  მეტისმეტად აშკარაა,  დაძაბულობა ყველა დასაშვებ ზღვარს ცდება. გვეჩვენება, თითქოს სისხლი მიმართულებას იცვლის ჩვენს ძარღვებში. სისხლი, რომელშიც მზის ნაპეწკალი ცოცხლობს და ღვივის.
        ... და სწორედ მაშინ, როცა გვეგონა, რომ აღარაფერი გვიშველიდა, რაღაცამ ციცინათელასავით გაიბრწყინა.  ერთი ვარსკვლავი აინთო,  სუსტად, უმწეოდ, მაგრმ რა დიდი სიხარული მოჰყვა ამ  პატარა გამონათებას... „დიდი წვეთი“ თავს აღწევდა  ამ შავბნელ ლბირინთს,  ვარსკვლავის გაბრწყინება  აშკარა ნიშანი იყო ამისა, გზისმაჩვენებელ შუქურასავით აინთო, როგორც უძველეს წიგნებშია აღწერილი... ერთს მალე მეორეც მიჰყვა, მერე მესამეც. კიდევ ცოტაც და ვარსკვლავური ხალიჩა ძველებურად გაიშალა ჩვენს ფეხქვეშ... „დიდმა წვეთმა“  უშველა თავის თავს, ჩვენც გვეშველა,  თუმცაღა მეტად მძიმე შთაბეჭდილების ფასად...  ძალიან უსიამოვნოდ დაგვამახსოვრდა ის წამები, როცა  უმოქმედობა გვხვდა წილად, წყვდიადის წიაღში ჩაძირულებს.  სრულიად  უსარგებლოდ ვგრძნობდით თავს,და ეს ყველაზე უარესი  იყო, რაც კი ოდესმე განუცდია  და გადაუტანია ყოველ ჩვენგანს. ნამდვილად ვიცი, რომ ასეა, თუმცა ერთმანეთისთვის  არაფერი გვითქვამს ამის თაობაზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს