ვერცა ძველი სიახლე ახლოს არის, ვერცა ახლოს დაბა ძველი განაპირა, როცა მოყვა უცნაური საქმე იგი, როცა ისევ უთქვენობა დააპირა,
ვისმე თვისი საფუძველი განა მარტო, თურმე მესმის უბედური ბეჩას სახე, აწი რამე საიახლე რომ განგიმარტო, გულთან ახლოს და საცნობად შეინახე,
ვისგან რამე და საწუთროს მონაყოლი, წუთიერი მარტოობის გარიგება, გასდის კვამლი და საკვამურს მონად ბოლი, წყება აზრის თავიდან რომ არიდება,
ვერცა სახე და ვერც ზვინი დაზვინული, ვერ აკვირვებს მნახველს ასე სიშორეა, გზანი თითქოს წვიმიდანა დამინული, ასე აზრი მთხრობელთაგან ვითხოვეა,
მესმის შენი არ მესმოდა თქვენი კარგო, არავისთვის გავეშურე ყველას ნახვად, ფიქრი ჩემი არსად რომ არ დავიკარგო, ამბავია და დარჩება მხოლოდ ამბად,
ლაღი სხივი აბრიალდა ხევებს შორის, და სიშორე შორი გზებით მიომია, გაბნეულა შენი სიტყვა თურმე ჭორით, დაჩვევია შენს კრიტიკას ირონია,
რამე თუ კი შეაბერდა შენგან ნანახს, ესე იგი დანახული არის მცდარი, ასე ჩემგან მონათხრობი ვამბობ სანახს, ავი დროა და დილიდან სერავს ცვარი.
თ.გუბელიძე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ღრმა განწყობისეული ლექსია. ღრმა განწყობისეული ლექსია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|