| ავტორი: თემური57 ჟანრი: პოეზია 8 ოქტომბერი, 2023 |
ჰიმნი ქართულ ღვინოს
,,ინ ვინო ვერიტას“ ლათ. გამონათქვამი
მიწას საჩუქრად უძღვნის უფალი, ყველას, ვისაც კი სჭირდება იგი, მოდით, მოვხადოთ ,,ჭური უხადი“, რადგან გრძელია მთხოვნელთა რიგი და ვადღეგრძელოთ შემქმნელი ქვეყნის, სამადლობელი დავცალოთ თასი, მიწის მიღება გადავდოთ მერმისს, უფლის დიდებას მეტი აქვს ფასი; ივერიელნი მიუსხდნენ ტაბლას, საგალობელი მიუძღვნეს გამჩენს: ,,რადგან წილისყრას სიძნელე ახლავს, ღმერთის ბოძებულს ვიკმარებთ ნამცეცს“ - თქვეს და ჩაწურეს ხახაში სითხე, ზარხოშის მადლით ეახლნენ უფალს: ,,თუ მთლად გვიანი არ არის ვიდრე, მიწის ნაგლეჯი გვაჩუქო უნდა, ჰე! შემოქმედო, ხვავის და მადლის, მარტონი ვიშვით ქართველნი ქვეყნად, ძრო გავუსინჯეთ ჩეროში სასმის, უფლის დიდება წარმოვთქვით ერთხმად; თუ არ გვერგება ჩვენ, მიწა შენი, გულს არ გავიტეხთ არ ვართ ჩვეულნი, დიდხანს ვიარეთ, გზა გვედო გრძელი, გვინდა, რომ გავხდეთ შენი რჩეული“; - გაოცებული დარჩა უფალი, ირგვლივ მოავლო ღიმილით მზერა: ,,ვხედავ, ყოფილხართ ერი გულადი, დაგიფასდებათ ჭირი და თმენა; ჩემთვის შემომრჩა მიწა ედემის“ - წარმოთქვა უცებ ღმერთმა ქართულად - ,,რადგან წუწუნი აღარ ეგების, მიიღეთ იგი ჩემგან საჩუქრად! შეხედეთ ვაზებს, ქარვისფერ მტევანს, მათ ცისარტყელამ ,,მოუწნა რკალი“, თქვენგან ქართველნო, მოვითხოვ მძევალს, უფლის დაგრჩებათ ამქვეყნად ვალი; წუთისოფელი ათენეთ თქვენი, მუდამ გიჭრიდეთ მკლავი და აზრი, დამილოცნიხართ, გზა გედოთ გრძელი, ვალი გაიღეთ, ახარეთ ვაზი“!
რქაწითელი შეგაჟრიალებს ჭარბი ტანინი, დაცლილი ყანწი თვალებს აგიმღვრევს, ,,დიდგორისბრძოლაგადატანილი" სასთუმალიდან თავს ვერ აიღებ.
ოჯალეში ,,ღვინო არა მაქვს სტუმარო ჩემი, მაგრამ მოგართმევ სუფთა ოჯალესს, მზეზე კიაფობს წითელი ფერი, ჭირი მოვჭამე წუხელ მოყვარეს; აღდგომას უნდა გაეხსნა ქვევრი, ხათრის გატეხვა ვერ შეძლო ჩემთან, სუფრას მივუსხდეთ, დავლიოთ ძღვენი, ვალი გავქვითოთ და წარვსდგეთ ღმერთთან. ძველშავი ალისფრად ბრწყინავს ჭიქაში ღვინო, ღვინო კი არა ზედაშე უფლის, ზენამ გაკურთხოს ძველშავის ძირო, შენი ნაჟური მადლია სუფრის.
ციცქა-ცოლიკაური მარნის კუთხეში ტაბლა და ძეწნა, ლობიო ქოთნით, ყველი და მჭადი, მასპინძლის ყელი, თითებით ხვეწნა: ,,თუ ვაჟკაცი ხარ, ადე და წადი“!
ტვიში სპეციფიკური დადუღებით, ცოლიკაურის, მზადდება ტვიში, ორი შაურის, არც კი გინდა ხემსის მიწება, აზრები თავად ლაგდებიან ,,დასეტყვილ ტვინში", მთელი სამყარო ფარფატებს და ნაზად ირწევა.
ჩხავერი Good very! ჩხავერი!
ქინძმარაული გაპოხილია წინაპრის სისხლით, ქართული მიწის გოჯიც პატარა, გაზომილია ტკივილი ,,მისხლით“, ღალატი მოყვრის, მოძმის გატანა; იხსენებს წარსულს ხელში ფიალით, სუფრის თამადა დასცქერის ღვინოს და ბედისწერის ,,ჩარხის ტრიალით“, მამულს ავედრებს ჯვარსა და ნინოს.
საფერავი მწვადი შამფურზე, ,,უმზეური“, მჟავით და შოთით, ოჰ, ეს თამადა უდღეური, ლობიოს ქოთნით, ორიოდ ბოთლი, გამოცლილი ხვეწნით და რიდით, ერთი ,,კინკილა“ სადღეგრძელო ნათქვამი რიხით.
ხვანჭკარა თითისდაქნევით შეგრისხავს, სუფრის თამადა ჩანჩალა, თუ ეტყვი: ,,ღვინო შემისვამს“ - და არ შეგისვამს ხვანჭკარა.
მწვანე ,,უჰ, რა ღვინოა? რახია მდარე“! - ,,რას ამბობ კაცო! ეგ, მზეა მწვანე“!
ქვიშხური სადაც არ არის მზისგული, იქ არ მწიფდება ქვიშხური.
ალადასტური ორი რამ არის მაცდური, ქალი და ალადასტური.
კრახუნა ,,მიდი, შემისვი, ეგ სასმისი, ჩემო გლახუნა და მიდღეგრძელე წინაპრების გვარი და ჯიში“! - ,,მაგას ვერ დავლევ, რა ღვინოა? სუფთა კრახუნა? რაღაც არ მჯერა, დალევის დროს თან დაკრავს ქიში“! ... ,,შენ არ გცოდნია ღვინის გემო, დალახვროს ეშმამ! ამ ღვინის მადლით შემისვია კულა და ხაპი, უნდა შეგაკრთოს, შეგაშფოთოს დალევის ეშხმა, შენ უნდა გასვას კაცმა მხოლოდ ადესის შვლაპი! . . . მოდით, შევავსოთ ეგ სასმისი დარდით და ფიქრით, ,,გავტეხოთ ღამე“, მოვეფეროთ ღვინოში მამულს, იმ დღის დალოცვით გავიხაროთ, როცა კვლავ ვიტყვით: ,,მაშ, გაუმარჯოს ქართველებო! ყველაფერ ქართულს“! - ვაზის მკლავებში ნანანავებ წინაპართ სულებს, ,,დვრიტას ფუძისას“, რვალის სახნისს, გაფერილ ხანჯალს, სისხლით და ბრძოლით, ჭირთათმენით გავლებულ ,,ხნულებს“, ჯვარზე გაკვრული შემოქმედის სისხლიან სამსჭვალს, დიად ოცნებას, დიდგორის ველს, ხრესილს, ბასიანს, კრწანისის ტკივილს, დამარცხების ცრემლიან მზერას, ზღაპრებს და მითებს და ცისკარას არაკს საზრიანს, უფლის სამოთხეს, აბოლებულ წინაპრის კერას; მოდით, შევავსოთ, ეგ სასმისი დარდით და ფიქრით, ,,გავტეხოთ ღამე“, მოვეფეროთ ღვინოში მამულს, იმ დღის დალოცვით გავიხაროთ, როცა კვლავ ვიტყვით: ,,მაშ, გაუმარჯოს ქართველებო! ყველაფერ ქართულს“!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. გმადლობთ ელადა.
ეჰ! არც ღვინოა და არც ალბომი. გმადლობთ ელადა.
ეჰ! არც ღვინოა და არც ალბომი.
3. ღვინოს ალბომს დაამშვენებს ღვინოს ალბომს დაამშვენებს
2. მუხას დიდი მადლობა. ჩვენს ქვეყანას ულევი სიკეთე. მუხას დიდი მადლობა. ჩვენს ქვეყანას ულევი სიკეთე.
1. მომეწონა . გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს საქრთველოს ,მსოფლიოში პატარა მარგალიტს!
მომეწონა . გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს საქრთველოს ,მსოფლიოში პატარა მარგალიტს!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|