ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
8 ოქტომბერი, 2023


George Gordon Byron - On A Distant View Of Harrow

ჯორჯ გორდონ ბაირონი - ჰაროუს შორეული ხილვისას

* Oh mihi praeteritos reierat si Juppiter annos!
Vergillus*

როცა ბავშვობის სურათები მომაგონდება,
აწმყო მწარდება შედარებით წლებთან წარსულის,
სადაც პირველად შეიმეცნა ცოდნა გონებამ,
იშვა ხანმოკლე მეგობრობა წრფელი, ზღაპრული.

კვლავ წარმოაჩენს წარმოსახვა ნაცნობ სახეებს,
მაკავშირებდა რომლებთანაც ჟამი ნეტარი,
ამხანაგებთან გატარებულ ნამყოს მახსენებს
გულში შერჩენილს, წარხოცილი ნაიმედარით.

მოჩანს მდინარე, ვბანაობდით სადაც ბალღები,
ბრძოლის ველები ონავარი მეოცნებენის,
სკოლა, რომელშიც გვკრებდა ზარი ყურისწამღები
და დაგვმოძღვრავდნენ უფროსები შეგონებებით.

თვალწინ მიდგება  სურათები მომხიარულე,
სამარის ქვაზე საათობით როცა ვფიქრობდი
და სასაფლაოს დამრეც ფერდზე მოსიარულე
ვაკვირდებოდი ჩამავალ მზეს მზერის მიპყრობით,

გარშემორტყმული მაყურებლით, ზანგას გმირივით
როცა ალონსოს გავქელავდი ფეხით თამამად,
მიმაჩნდა ფრთასხმულს, გარეტებულს ხალხის ყვირილით,
ბევრად ვჩრდილავდი თვით მოსოპის განთქმულ თამაშსაც,

მეფე ლირივით დავწყევლიდი ანდა ქვეშქვეშა,
ორგულ ასულებს ტახტწაგვრილი, შლეგი ტარიგი,
პირმოთნესავით გულში მსურდა ზრახვა შემეშვა,
ავაღორძინე თითქოს ჩემში თავად გარიკი.

სიყრმის ნატვრებო, თუმცა გულის ფსკერზე ჩაეშვით,
სამარადჟამოდ შეგინახავთ წილხვედრ საცხოვრისს,
არ მავიწყდებით მიტოვებულს, სავსეს კაეშნით,
წარმოსახვისას სიბედკრულეს მიცვლით განცხრომით.

მალიმალ მინდა გავიხსენო იდა ნამდვილად,
მერმისის ლანდებს გააცხადებს სანამ განგება,
რადგან მომავლის პერსპექტივა ბნელმა დაჩრდილა,
წარსულის სხივი ამარიდებს გაჩანაგებას.

მაგრამ თუ წლების მდინარებით მომელოდება
სიამოვნება და ვეწევი ახალ საწადელს,
ვიტყვი, განცხრომით განიხარებს გული როდესაც,
მსგავსი სიამე ბავშვობაში უკვე განვცადე.

8 ოქტომბერი, 2023 წ.

შენიშვნები:

1. * ეჰ, იუპიტერს რომ დაებრუნებინა ჩემთვის წასული წლები! - ვერგილიუსი (ლათ.)
2. ზანგა; ალონსო – მხედველობაშია ზანგას მონოლოგი ალონსოს ცხედართან ტრაგედიაში “შურისძიება” - ინგლისელი პოეტის ედუარდ იუნგის (1683-1765) ნაწარმოები.
3. მოსოპი ჰენრი (1729-1773) - ინგლისელი მსახიობი, ზანგას როლის ცნობილი შემსრულებელი.
4. გარიკი დავიდ (1717-1779) – გამოჩენილი ინგლისელი მსახიობი და რეჟისორი.


George Gordon Byron  - On A Distant View Of Harrow

Oh mihi praeteritos reierat si Juppiter annos!
                                  Vergillus*


Ye scenes of my childhood, whose lov'd recollection
Embitters the present, compar'd with the past;
Where science first dawn'd on the powers of reflection,
And friendships were form'd, too romantic to last;

Where fancy, yet, joys to retrace the resemblance
Of comrades, in friendship and mischief allied;
How welcome to me your ne'er fading remembrance,
Which rests in the bosom, though hope is deny'd!

Again I revisit the hills where we sported,
The streams where we swam, and the fields where we fought;
The school where, loud warn'd by the bell, we resorted,
To pore o'er the precepts by Pedagogues taught.

Again I behold where for hours I have ponder'd,
As reclining, at eve, on yon tombstone I lay;
Or round the steep brow of the churchyard I wander'd,
To catch the last gleam of the sun's setting ray.

I once more view the room, with spectators surrounded,
Where, as Zanga, I trod on Alonzo o'erthrown;
While, to swell my young pride, such applauses resounded,
I fancied that Mossop himself was outshone.

Or, as Lear, I pour'd forth the deep imprecation,
By my daughters, of kingdom and reason depriv'd;
Till, fir'd by loud plaudits and self-adulation,
I regarded myself as a Garrick reviv'd.

Ye dreams of my boyhood, how much I regret you!
Unfaded your memory dwells in my breast;
Though sad and deserted, I ne'er can forget you:
Your pleasures may still be in fancy possest.

To Ida full oft may remembrance restore me,
While Fate shall the shades of the future unroll!
Since Darkness o'ershadows the prospect before me,
More dear is the beam of the past to my soul!

But if, through the course of the years which await me,
Some new scene of pleasure should open to view,
I will say, while with rapture the thought shall elate me,
Oh! such were the days which my infancy knew.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები