ნაწარმოებები


    * * *         * * *         * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი - 2025. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *         * * *         * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: წეროს თოვლი
ჟანრი: პოეზია
9 ოქტომბერი, 2023


** ** **

ვწერ.
სამი თითით პირჯვარს ვწერ ფურცლებს.
ვწერ.
ლექსებს არა, ვერ ნათქვამ ლოცვებს.

ვხრავ არსებობის მტკივან მომენტებს,
ცა რომ დამძიმდა წასვლა შევთხოვე.
ეცოტავებათ ღმერთი პოეტებს.
რადგან წერისას თვითონ ღმერთობენ.

ვწერ.
საკუთარ თავს პირჯვარს ლექსით ვწერ.
თვალგახელილი ვერ ვწერ ვერასდროს.
და ტრანსში ცხადად თუ დამესიზმრე
გრძნობაა თითქოს , ქრისტე მენახოს.

Ⴋ.Ⴊ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები