,,მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია“.
ოთარ ჭილაძე
არ დამითმია ნებით ტაო და არ დამითმია ნებით ლაზეთი, თუ საქართველო უწინ ჰყვაოდა, ჩამოჭრილი აქვს დღეს აფხაზეთიც.
გული კვარივით ჩამოღვენთილა, სევდა მაწუხებს ყველა კილოსი, ტაო-კლარჯეთის ცრემლის წვეთი ვარ, სევდის სიმღერა საინგილოსი.
სამაჩაბლოდან მოტანილ მტრედის ისევ ვკითხულობ გულწრფელ ბარათებს, გულში ჩამესმის გოდება დედის, ჩვენთვის მნათობიც აღარ ანათებს.
საქართველოა - ეს ყველა მიწა, მოყვრები - მოყვრებს სანამ მითვლიან, ,,მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია“.
ოთარ რურუა
2023
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ოთარ რურუას ლექსები, სული და გული, სამშობლოს სიყვარულით არის გაჯერებული. ოთარ რურუას ლექსები, სული და გული, სამშობლოს სიყვარულით არის გაჯერებული.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|