ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
12 ოქტომბერი, 2023


სტატისტიკური მაჯამა

#ჩემი_მხიარული_რითმებიდან
#ხიდები_და_ხედები

ნდს

სტატისტიკური მაჯამა

“ხიდები და ხედები” - ჩემი ახალი რუბრიკაა. რაც ვნახე და როგორც დავინახე საქართველოში ამ თითქმის ერთი კვირის მანძილზე, იმის შესახებ იქნება.
არ არის გამორიცხული, რომ სინამდვილეს ზოგან ავცდე კიდეც.
ჟანრი - შეუზღუდავია.

თანამედროვე საქართველოში მწერლის სიმცირის პრობლემა ნამდვილად არაა, უფრო პირიქით.
სავსეა თბილისის წიგნის მაღაზიათა თაროები ერთმანეთზე უკეთესი გამოცემებით.
აი, ერთია მხოლოდ! -
- მკითხველი ჭირს ნამეტნავად.
და არა მაქვს საუბარი მკითხველთა სიმრავლის რაიმე ნიშნით/ ნიშნებით დიფერენცირებაზე.
ანუ საერთო შთაბეჭდილება ასეთი მაქვს:
ყველა წერს და არავინ არაფერს კითხულობს!
(ალბათ საკუთარ ნაწერს კი კითხულობენ, ან უახლოესი მეგობრისა და ეგაა!)
აქ ერთი ძველი ანეკდოტი
გამახსენდა ჩუქჩური სერიიდან:
ეს წაგიკითხავს? - არაო,
ესო? - არც ესო.
და ესო? -
ჩუქჩა - მკითხველი კი არაა, მწერალიაო!

ერთი თვალნათლივი, დამაფიქრებელი მაგალითი- ინდიკატორი:
“საბას” კონკურსი რომ ობიექტურად ტარდებოდეს, მასში გამარჯვების მერე წიგნის 30%-იანი ჩამოფასება კი არ უნდა ცხადდებოდეს, (ხომ მედო ამისი ფოტო-ნიმუში) პირიქით, მკითხველის მოთხოვნილება უნდა იზრდებოდეს გამარჯვებულ წიგნზე და იქნებ ახალი, დამატებითი ტირაჟის ჩამობეჭდვა ხდებოდეს საჭირო.

ამხელა ლიტერატურას რომ გაუმკლავდეს, ორი-სამი კაცი ნამდვილად ვერაფერს გახდება, “მკითხველთა შორის უმკითხველესთა” - კრიტიკოსთა მთელი არმიაა საჭირო. იმ არმიას კი შენახვა უნდა. ადამიანი- თოჯინა ან ქანდაკება არაა, ყოველდღიური არსებობა, სახსარი სჭირდება, სხვისი ნაწერები რომ იკითხოს და მერე მათზე წეროს!
გამომცემლებს - კომერციული მიზნები ამოძრავებთ ამ ძნელ დროში და ეს რომ არ მესმოდეს, პირდაპირ შეიძლებოდა მათი დადანაშაულება ამ ქრონიკულ უმკითხველობაში.
ის, რომ ბაზრობებზე წიგნი საღდება, სამწუხაროდ, კიდევ არ ნიშნავს პირდაპირ, რომ მკითხველთა რაოდენობა და დონე იზრდება, თუმცა ამგვარ ილუზიას კი ქმნის.
როგორ უნდა ეშველოს ამ საქმეს, ვფიქრობ და ჯერ აზრზე არა ვარ და ასეთი სახალისო რაღაცეების თხზვით ერთობა გონება

სტატისტიკური მაჯამა

არ გამოდის?
გამოდის? -
გქონდეს საამოდ ის? -
ხელნაწერთა სიმრავლით გაძეძგვა კამოდის.
აი, ესეც შედეგი წიგნის წერის მოდის:
ას მწერალზე - მკითხველი - ჩვენში - ერთი მოდის!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები