ღამე ბნედიანი,ჩუმი ჩახველება, და თან უცნაური ქარი აირია, აღარ ვიკარგებით გვითხრეს მნახველებმა, თურმე დაწერილი ლექსად შაირია,
თარგმანს ვუმადლოდეთ აზრი კონებივით, თურმე გარიჟრაჟმა სიზმრად ნაამბობმა, ასე დავყურებდით მომყოლს მონებივით, აბა ვინმე მეფეს, სხვას რას გაანდობდა,
ეთქვა ნეტავი რომ ზურმუხტ ლალებივით, გზანი საშველიდან ფიქრად ამოსული, ასე გაიღება ცაც რომ კარებივით, ფენა ნაკეცებად კეცზე გადამოსული,
რად თქვი ერთიანი ერი გაიხლიჩა, ცნობა ადრიანად ჩემგან მონაბერი, ალბათ ინატრებდა ამბავს გაი რიჩად, ბერი ავკარგი და ბგერა არაგველი,
ცანი ახველებენ,ფურთხსაც არ იტყვიან, და რომ საშველებლად ცასვე მისულები, ამ ლექს მალ-მალე და ჩქარაც გაივლიან, მე კი უფრო შორსაც გეტყვი ვიყურები,
სანამ გაისმება დარდი ადრიანად, და თან ბრძოლისაგან მაჯებს გავაელვებ, დარჩეს მოგონებად ეს ამ წამიანად, ჩქარი წინსწრება და ზღვასაც ავაღელვებთ,
ზღვად რომ დაქცეული სისხლი ძმათა სისხლად, რატომ გეგულება მონა ავდრიანი, თითქოს ომებიდან ცაც კი გაიფიცა, ქარი ქრის და ერთობ არის დარდიანი,
წყალი სადავეებს მალე შეასკდება, აწყვეტს ქარიშხალი გუბეს გაამთელებს, თუ კი აბჯარს მტრისას სისხლი შეახმება, მაშინ ავდარივით ცაც კი დაახველებს,
რატომ მიქადიან უფსკრულს ვამპირივით, სისხლი მედინება ძარღვს და მეჩვენება, ასე გავუყევი ღამეს ნაპირივით, გონის აზრი იყო ანდა შეჩვენება.
თ.გუბელიძე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|