ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
24 ოქტომბერი, 2023


ნამი,მდელო და ორი ნატეხი შაქარი

გრძნობა უცნაური სულს რომ ეფერება,
სახეს დაკაწრული არა მარხილივით,
და თან საოცნებო წამის შეფერება,
მწვანე გარიჟრაჟი მწიფე ამ ხილივით,
თეთრი შეგონება რბის და იჩქაროდეთ,
სანამ გაიღვიძებ ,გარეთ მშვიდობაა,
ვიდრე გაიღება კარი იძახოდეთ,
ჩვენი გაღვიძება შენთვის ხიდობაა,
როცა მარტოობამ,სულ მთლად გაგონილმა,
და თან ელვისფერი სხივი დამყვებოდა,
არა განთიადი მთვარედ გაყოლილმა,
არა ამად ამბავს არვინ არ ყვებოდა,
სუსხი მთელი ხევის,ბუჩქად შენაფერი,
ისევ გაიღვიძა დარდმა ეშხიანად,
ასე აირია გარეთ ყველაფერი,
სუსხი შეაბერდა ხევებს ერთიანად,
გარეთ სიცივეა,შიშმა გაბნეულმა,
ვიტყვი აგირია გონის ნაპირები,
მე კი ამ ფიქრებით ასე დაბნეულმა,
ვნახე, თურმე შველას მაშინ აპირებდი,
ესეც განთიადი შორი გაისია,
მარტმა დააყვავა შავი რომე ველი,
ალბათ ჩვენ ხევებშიც მალე გაისვრიან,
აღარც გარშემოა რამე , განათელი,
შიშით შეპყრობილი შენი ეგ თვალები,
უფრო განთიადის ფიქრის შეფერება,
არვინ გაიწია დარჩა ნაწვალები,
მთვარე მზის ჩასვლას რომ წუთით ეფერება.

თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები