ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
27 ოქტომბერი, 2023


შეგონებად უკეთესი

ფიქრებს მდუმარება ისევ შეეჩვია,
მარტის ქარბუქივით თურმე იშვიათი,
მიჯნურს სადიდებლად სიტყვას თუ ეტყვიან,
დუმს და მოგაგონებს საყდარს, შიში მათი,
მე ვერ შევეჩვიე დუმილს სანაქებოს,
ასე დაწერილი ჩემი მშვიდობაა,
და თუ საყდარივით გზები გადათელოს,
მაშინ აღარავინ, შერჩევეითობაა,
ვერას გაგაგონებ გზანი არეულნი,
ვიტყვი გაილია ფიქრის ზღუდესავით,
ასე რომ დავდივარ დღეში მთვარეული,
კალთა უენოა ხევენ უბესავით,
დრონი იშვიათნი თუკი შეგონებად,
დარჩა განიმარტოს როგორც ნააზრევად,
თუ კი ჩემი სიტყვა ომი გეგონება,
აღარ გიშველიან სხვები ნაადრევად,
კვამლი შეფარული ხეებს დაემალა,
და თან უენოა ვითარც საყუდელი,
ასე ფიქრიანი აზრებას გაეცალა,
ფიქრით ნათქვამი და ფიქრით განათელი,
ჩემი ნაამბობი ასე საყდარივით,
დაცლილ, არეული, წყება ომიანი,
ასე გავსებული თეთრი დავთარივით,
გარეთ არა წვიმს და თითქოს ომი არის,
რაღა ნაფერები ქვევრი გადაკეცეს,
მირქმა შეგონებად თურმე იოლია,
ან კი ჩემი სიტყვა კარგს თუ გააკეთებს,
მაშინ ჩაითვლება რომ მეც მიომია.

თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები