ავტორი: შერაზა775 ჟანრი: პოეზია 28 ოქტომბერი, 2023
ცოდვილი
ცრემლმორეულმა გავახილე უცბად თვალები და საოცრება მომღიმარი ქრისტე ვიხილე ვკითხე უფალო რად მოვედი შენთან ამაოდ?! ჩემი ცოდვები ყოველივე ხომ გაგიმხილე?
---შვილო მოკვდავო უფალს ყველა როდის იხილავს შენი ცოდვები ჯოჯოხეთს ხომ არ განიხილეს? შენ კი კითხულობ ჩემო ღმერთო რატომ მოვედი რომ გამიმხილე შენი ცოდვები მიტომ მიხილე
განა სიკვდილი ჩემთვის ღმერთო ადრე არ არის? ჯერ ხომ ცხოვრებას ცალი თვალიც არ შემივლია იქნებ წავიდე მერე მოვალ როცა მოვკვდები როგორც სიცოცხლის ისე სიკვდილის ყველა შვილია
---ეგ არ მოხდება ვერსად წახვალ რადგან მოხვედი ჯერ არ გინახავს სასუფევლის ხიბლი მშვენება უნდა იცოდე ჯოჯოხეთში ვინც კი მოხვდება მათ რომ არასდროს არაფერი არ ეშველება
მე იმ სოფელშიც ჯოჯოხეთი ბევრჯერ ვიხილე და ცოდვილებშიც თავი ჩემი ვგონე ცოდვილად სხვა ჯოჯოჯეთი აღარ მინდა მე სანანებლად და გაორება რომ შემქნიდეს ცრუდ და ორპირად
ისემც ცოდვილი ვინანიებ შენს წინ ჩოქილი თუ ბოროტებას ვერა ვსძლიე ვგონებ სიკეთით ხანდახან სჯობდეს არა გვქონდეს ცრემლი საშრობი და მედიდურად სიამაყე გქონდეს სიღმერთით.
---სწორედ ეგ არის ჭეშმარიტი ყოვლად მართალი რომ ეშმაკისგან განარიდო კუთვნილი სული გრძნობდე ყოველსა ჩადენილსა შენგან ცოდვასა და განიქარვო ყოველივე შენივე წყლული
და თუ ასეა გამაბრიყვე? აღარ მაცალე რომ წუთისოფელს მომეძებნა ჭეშმარიტება? და რად დაუშვებ ცოდვილობას შენ ყოვლის შემძლე რომ რელიგია გადაწონონ ცრუმ და მითებმა?
---მე ყოველივე განსაცდელის ვტოვე პასუხი როდეს განკაცდა სული ჩემი ნაიარევით მაშინ მტკიოდა მეც ცოდვილსა ქვეყანაზედა და მოშუშება არ ვისურვე ღმერთის ჩარევით
---რადგანაც გზანი ჭეშმარიტნი ჩემთან მოგიყვანთ და განგარიდებთ ჯოჯოხეთურ უსასრულობას ვერ ვაპატიებ თვით ცოდვილი ოდეს ამ ქვეყნად კაცის კვლასა და სიძულვილით მყარ ორგულობას
---ვგონებ ხანგრძლივად დატანჯულსა და მახინჯ სულსა რომ ახალგაზრდა უცოდველი მიხვიდე ღმერთთან ვიდრე შურისა მძიებელი ჩახვიდე ცოდვას და განზრახული სიბოროტით ტოლობდე მტერთან
და შენ უფალო? მე უკეთურს მომიხსენიებ? და შესაძლოა ჩავდიოდე მე მსგავსად ცოდვებს? როცა სიკეთე შევიყვარე და ერთგულება და ჯერაც გულში ვაბიბინებ სიკეთის ხორბლებს??
---შენ არ შეიქმენ უკეთურად ამასაც გიხსნი რომ ჭეშმარიტად ღმერთის ხილვა გხვდა წილად მისთვის შენ ადრე ჰპოვე სული შენი ამა სოფლისა და ნუ კითხულობ რომ მოხვედი რატომ და რისთვის.
---სად დროებითი წუთისოფლის ცხოვრების ჟინი სად მარადიულ ცხოვრებაში ხედვა სამყაროს სად ყვავილნარზე მომღერალი მტრედი სამების სად ჯოჯოხეთმა ადუღებულ ქვაბში ჩაგვყაროს
კარგი უფალო მე შენთან ვარ და ჩემი სულიც ვფიქრობ სიმართლის სიღაღადით აივსო უკვე და ბედნიერი უნდა ვიქმენ რადგან ამჯერად ჩემს წმინდა გრძნობას უფლის მიმართ არ არ გადავუხვევ
და რადგან ღმერთმა გადაწყვიტა ასე ამგვარად როდეს სიკეთე იმარჯვებდეს ბორტზე მუდამ მე აქ ცოდვილი სინანულით უფლის წინაშე აქვე დავიდებ სამუდამოდ ჩემს ღელე ღურდანს
მე კვლავ ამაყი არათუ ცოდვის მარადისობით და აქ მოსულმა ისევ წასვლა რომ ავიხირე ბედნიერი ვარ სწორედ იმით და სწორედ ახლა ცრემლმორეულმა მომღიმარი ქრისტე ვიხილე.