მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
* * * * * * * * *
რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი - 2025. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.
* * * * * * * * *
კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.
* * *
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
* * *
დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
წეროს თოვლი
ჟანრი: პოეზია
30 ოქტომბერი, 2023
შემოდგომის ფანტომი
ფოთლები ცვივიან ძირს
ფოთლებიც კვდებიან
ნისლებში სველი ანძა-
ნაცნობი ხედია
ეს გზები იყოფიან
ეს გზები მიდიან
შორს ძაღლი იყეფება
უღმერთოდ მშვიდი ვარ
ზამთარი ახლოვდება
კვლავ მოვა ზამთარი
ამ სულში სახლობენ და
ძალიან დამღალეს
დარდების ფანტომები
და სევდის ბწკარები
გავყვები ფანტელებს და
ხმელ ფოთლებს გავყვები
მოვიდეს თოვლი ისევ
თოვლმა კვლავ გაგვათბოს
თორემ გზა დაინისლა
თოვით კი არსად თოვს
მე ისევ დავისიზმრებ
შავ ზღვაზე თბილ თოვას
ნაცრისფერ ბათუმის გზებს
იქ სადაც ვერ მივალ
ოცნების პეიზაჟად
დავხატავ ზღვის ფიფქებს
ზამთრების “ვოიაჟზე”
თბილ თოვლზე ვიფიქრებ
სტრიქონებს დავუწერ თოვლს-
ფიფქების ენძელებს
ზამთრის ცას გავუყვები
და გზებმა მეძებონ..
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
2.
გმადლობთ, მუხა. თქვენც<3
გმადლობთ, მუხა. თქვენც<3
წეროს თოვლი.
2023-11-01 00:46:06
1.
კარგი ლექსი
, მეც მიყვარს ზამთარი, თოვლი, თხილამურები. მშვიდობიან ზამთარს გისურვებ.
კარგი ლექსი
, მეც მიყვარს ზამთარი, თოვლი, თხილამურები. მშვიდობიან ზამთარს გისურვებ.
მუხა.
2023-10-30 23:32:17
მონაცემები არ არის
მონაცემები არ არის
16.11.2025 14:20:41