ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
5 ნოემბერი, 2023


თითქმის...

თითქმის დავიჯერე,თითქმის შევეცადე,
და თან უცნაურად დარდმა ჩამიარა,
გეტყვი გამიკვირდა ასე განვიცადე,
გემი ჩაიძირა ,მაგრამ ნავი არა,
თითქმის შევეჩვიე მაგ თქვენს ახირებას,
ასე მარტოობამ წლები დაიარა,
ვერად ვერ ვუშველე ჩემად გაფიქრებას,
ღვინო დავლიედა და წამლად წყალი არა,
თითქმის განვმარტოვდი,თითქოს ერთიანად,
დუმდა საყდარი და ხალხის შედინება,
ასე გადავხედე საყდარს ღმერთიანად,
ვერა ვერ შევცვალე წუხელ თქვენი ნება,
თითქმის გავეშურე,ამბად მშვიდობისა,
რადგან ბრძოლისაგან თალხი ეს გონება,
გრძნობა შეფიცება მარად მიწობისა,
სიკვდილს მიქადის და სევდა გეგონება,
თითქმის შევიცვალე ,ასე არული,
ვიწვი ომიანი ,თეთრი ნათურებით,
ღამე გოგმანობს და მე ვარ მთვარეული,
თქვენი საყდარივით,სავსე მსახურებით,
თითქიმის დავეჩვიე,თითქოს ამონარიდს
ისევ ვკითხულობდე ჩემი პოემისა,
ასე მარტოსულად ფიქრით გამონაპირს,
რჩება სასწაულად ჩემი გონებისა.
თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები