და უცდი დეკემბერს - სიკვდილის მოგვარეს თვეებმა დღეები საცაა მოგგვარონ, უყურებ ანარეკლს, სულ ბოლო დეკაბრისტს, ზუსტად რომ გირეკლავს წლებია მოგვამოს. სუსხია. ფიფქები უკრავენ ორღანებს, ისეთი თოვლია, როგორ არ მოგაგნონ?! და თუ მოგვაგნებენ, მოგვაგნონ ორთავეს, რადგანაც გავქრებით, ერთად და ზოგადად. თოვლია. სუსხია. კალთები დაფერთხე (მაინც ვერ დამალავ სულ ბოლო ნაფეხურს) შესანდობარი უსხიათ დახეთქილ თითებს, ზეცამდე გითვლიან საფეხურს. გულის ფიცართან მათარა ლოგოდ გაქვს არ სჯერათ - გიცქერენ შენ, ფხიზელს მოლოთოს, (ბოლო წამს იპოვე შენ შენი გოლგოთა), რომელსაც ეძებდი ყველგან და ყოველთვის. დეკემბრის თოვლია, დეკემბრის ყინვაა, იმდენად შემცირდა ღიმილის არიალი, რომ ხვდები ამჯერად ნამდვილად ხილვაა და გეგმავ პაემანს მიქელ - გაბრიელთან.
*** იცი, რომ აღარ ვარ, "მიწა ღრღნის გოლიათს" დეკემბრის თოვლია, შენ ითვლი თოლიებს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. დეკემბერიო, თოვლიო, პაემანიო... რა გეჩქარება?!
დეკემბერიო, თოვლიო, პაემანიო... რა გეჩქარება?!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|