ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
11 ნოემბერი, 2023


ღამე თერგიანი,ღამის განშორება

რახან აუწყებენ ითქვას მართალია,
რაკი გარიჟრაჟმა სიზმრად შეფერილმა,
მაჯებს ბრძოლისაგან თუ კი არ დაღლიან,
ასე აუწყეო სიტყვას მეფე ლირმა,
თეატრს მისწყდომია აზრთა განშორება,
და თან მარტოობა ასე სიჭაბუკის,
თუ კი ავდარიან დარებს ამ ჭორებმა,
დასცდა საწადელი ანდა ვინ რას უწყის,
მუხის ფერებია ქუჩის აჩრდილივით,
ქარს რომ მოგაგონებს დილის ნიავია,
ნამი ბალახებზე ცურავს მარხილივით,
დარდის ამოოხვრა უკვე გვიანია,
ვერას ვაწუხებდი საყდარს განშორებით,
ანდა უსაყდარო ავი ზმანებაა,
ასე უმანკოა აზრი ამბორივით,
და თან სიტყვიერი გამოცვალებაა,
რადგან არამეულ ხიდთა სადინარი,
ერთობ შენაფერი გონის დაისია,
არა თუ კი დამრჩა რამე საფიცარი,
მაშინ ხევის პირას ისევ გაისვრიან,
ბედმა მისახსოვრა წყნარი შეგონება,
და ხევს უქადიან, ლეწენ წისქვილები,
როცა ავდარია დარად გეგონება,
ამას გადაწერენ დროის ის შვილები,
რომელს განუგმიროს გული ეკლიანი,
და თან უსიამო დარდის გარიდება,
თქვი რომ ეს ქვეყანა მარტო შენი არის,
სახლი ერთ დღეში რომ არა არ იგება,
რატომ მიქადის და რად არ შევეხიდე,
თურმე დაბადება არის ერთიანი,
როცა ნამიანსაც სვიას ასე მკიდე,
რჯული დარჩებოდათ რომე კერპიანი,
დილით გაიღვიძა თეთრმა საბადურმა,
რადგან განშორების წყება ომიანი,
ბეჭებს შეალეწა თავი ნაბადურმა,
რავქნათ გარეთ წვიმს და თანაც ომი არის.
თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ნათი ჯანაშია, არჯე ვულოცავთ დაბადების დღეს