წეროვნის გორა, ნოემბრის დილა, გვის ფოთლებს სიო, ვით მეეზოვე. ზამთრდება, თუმცა ჯერ ისევ თბილა, ჯერ ისევ თბილა, რადგან მე გთხოვე,
რომ არ ეწვიმა, არც მოეთოვა (ნალექი, ახლა, ხელს შემიშლიდა) და შეისმინე, შენ, ჩემი თხოვნა, საპასუხოდ კი, მადლობა მინდა
გადაგიხადო, ღმერთო, ამ ლექსით, რომ ხსოვნად დამრჩეს ეს შემოდგომა - უხვი მზითა და მცირე ნალექით - როგორც მორიგი ჩემ გვერდში დგომა.
თან დავამოწმო ფსალმუნი, ერთი, დავითის, ნეტარსახსენებელის, რომ: "თუკი სახლს არ აშენებს ღმერთი ცუდად შვრებიან მაშენებელნი" (ფს.126)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|