ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
6 დეკემბერი, 2023


ვაზის პირამიდები ოცნებიდან



სანამ გაქვავდება გზანი საოცარნი,
სანამ გაელვება ასე იოლია,
ვიდრე განთიადის ფიქრი საცოდავი,
მისთვის მთელი ღამე რომე მიომია,

ფიქრი ვერას მთქმელი თალხი გარინდება,
ფიქრიც ამაოა ისე დაინისლა,
ასე მარტოობას ვეტყვი გარიგებად,
თუ მთა ეკლესიის ხათრით გაიფიცა,

ვერას მეტყვიან და ვერა გირჩიე რა,
სათქმელს ორი მხრიდან სდევენ მიმიკები,
თუკი თავსთუმალთან შემომიჩვიე და,
განზედ გაიქცევა ჩემი ბილიკები,

ჩემი მარტო გზაა, ალბათ გეყვარები,
ასე მარტოობამ ღამე გამიძნელა,
ზამთარს ბურუსივით ისე ეხამები,
ნეტა ამ წელს მაინც ღვინო დამიძველა,

როცა განთიადი თითქოს იოლია,
სეტყვა ქარიშხალი ქარგავს მოგონებას,
მოყმე ვისიანი,ჩვენთვის სიონია,
დრო რომ გაფანტავს და გავდეს გაგორებას,

ვეტყვი ,ნამთვრალევი სანამ წავიქცევი,
ვეტყვი, ჩემი იყო თურმე გასაგონი,
თმები შენეული რომა წაბლისფერი,
ღვინო მაისისთვის მელის ბადაგონი,

ერთმა შეყვარებამ აზრი გამიფანტა,
და ვწერ არეულად ,თითქმის შევიყვარე,
ასე სიყვარული თურმე განიმარტა,
ამით ვმდიდრდები და თანაც შევიცვალე,

ერთი გაგონებით რამდენს დავეწიე,
რაღაც საფიქრალად დარჩა გაღვიძება,
ლექსის დაწერასაც ისე დავეჩვიე,
ლექსი მართობდა და ლექსი მაღვიძებდა,

ასე მისანივით მარტოდ დავსეირნობ,
სხვანი ვერ ამჩნევენ ამ ჩემს აჩემებას,
ვისთვის დინებაა, ვისთვის ვარხეინობ,
მაგრამ ვერასოდეს ვხვდები გაჩერებას.

თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები