ლექსის საწერად, ვეძებდი ნახშირს, კვალში ჩამიდგა სევდა მრიყავი, ღმერთდაკარგული ნი, ჩემს ოთახში, ახლა სრულიად მარტო ვიყავი.
ბორგავდა სული, ვით ტყვე ნადირი, ფიქრი კვდებოდა უცხო მიწებთან და ისე, როგორც სალაჰ ად დინი, უკუნი ღამე წინ მოიწევდა.
შენ მომეჩვენე, როგორც საცდური, მოარულ ხმათა ვუსმენდი ბოდვებს და ეს ჩრდილები ნი, განსაცდელის, მოლოდინივით იწელებოდნენ.
ვხედავდი სურათს თითქოს სამნი ვართ, მე, შენ და ვიღაც მტერი მარადის, წინ მივიწევდი ჯვაროსანივით, ბერის კაბაში ხანჯალს ვმალავდი.
მერე ვიხილე ძვირფასო, ის ხეც, ტოტებს რომ შლიდა კიდით კიდემდის, საუკუნეებს, ვით ასანთის ღერს, ბავშვური ჟინით ცეცხლს ვუკიდებდი.
გონარეულმა გეენაც ვნახე, არაფრით ჰგავდა მიწაზე საშიშს, მოკვდავებს იქაც ისე, ვით ნახირს, მათრახის ცემით სულს ხდიდნენ გზაში.
არც იქ იშლიდნენ ქიშპს და ცილობას, ყრუდ ჩამესმოდა კვნესა ნაცემთა, ხელის გაწვდენას ისე ვცდილობდი... სანამ კვლავ ფიქრი გამიტაცებდა.
ზღვასავით ფიცხი ათასჯერ დავშრი, კლდეებს ვებრძოდი ნი, თავხედურად, ვიპოვე ჩემში ჩაკლული ბავშვიც და დაბადება მისაყვედურა.
ხან ზეცას ვგავდი მადლისგან მოხდილს, ხან კი უბრალოდ ქაოსს ხმაურთა, ამ ერთ ღამეში იმდენჯერ მოვკვდი, სიკვდილი ჩემში გაშინაურდა...
დანტე დარდიანი 07/12/2023
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ისევ დარდიანი ხარ , ჩვენო დანტე დარდიანო?? ისევ დარდიანი ხარ , ჩვენო დანტე დარდიანო??
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|