მზეს ვიფიცებ ცრემლი კმარა სადინარად, როს მარტომაც გავემიჯნე მარტოობას, თუ კი ვინმე კიდევ დამრჩა საფიცარად, არ ვიჩემებ მირჩევნია მარტო ყოფნას,
მზემ მიჩრდილა გარიგება არის მარდი, მზემ დასერა საქანელის მდარე ხიდი, არ შემომრჩა მოსაგონრად რამე კარგი, შენ ხომ კარგებს შენეული ზეწრით სვრიდი,
დრომ გათელა საგუნებო რომე თოვა, და დეკემბერს ვემალები სახლში ობლად, ვინც წავიდა იქ წასული აღარ მოვა, დარჩა კიბე საფიქრალად ,ვჯდები ვბორგავ,
ის რაც დამრჩა გახსნილია დარაბებად, ანდა რაც კი გადამირჩა მე უთქმელი, დარჩენილა გაწყრომისთვის საავებლად, დრო კი მეფობს დრო დროისთვის შეუცვლელი,
ხსნიან კარებს,თითქოს ვინმეს რამე კმარა, ანდა ვითომ გაღებულად მშვიდობაა? გაილია ეს ფიქრები ,წარამარა ვალოდინებ და ქუხს ცამდე, იცოდაა,
ცის იქითაც გაღებულა კარიბჭენი, არა მარტო შეღებისთვის, გათვლილია, ცოტას ვწერ და ამბად ვყვები დავიბენი, ცამდე მართალს რატომ არსად არ ჩივიან,
მე მზე მიყვარს ივნისის მზე საოცარი, ივნისობა რომ დაარქვან გამაგიჟებს, არაფერი,გზები არის საომარი, შემოდგომა მწუხრით რომა მოაბიჯებს,
ვერ ვწერ მარტივს,გასაგებად ესეც კმარა, თალხი შუქი არაფრისთვის დაძლევს მნათობს, მარტოობა ეზო ეზო გაიპარა, ხსნიან კარებს რომ ერთხელაც კიდევ მნახონ,
ქართლის აზრი შებოჭილი როგორც ხუთვა, ქართლის ხევებს ნისლის გორი ააგროდა, დამავიწყდა საქართველოს იქით სუნთქვა, ვწერ მე ასე და გიყვებით განაგონსაც,
შენით ვსუნთქავ და მიდგია დღემდე სული, სასულეში არ ეტევა შენად სუნთქვა, ეს ცხოვრება კიდე კიდე გაპარული, რაც არ გითქვამს, ცოხვრებას რომ უნდა უთხრა,
გიჟის ხელებს ცახცახით რომ დაღლილ ხელებს, ვერა ნუგეშს ვერ ეტყვი და ვერას ებრძვი, ნაწამლები გულმკერდიდან დანახველებს, თემას ცვლი და ეგუები ამბავს ერთის,
მწამს მე შენი,შეგუებად არის რთული, მაგრამ აზრებს განშორებით გადაკარგულს, ვერას ვუმზერ მძინავს თითქოს ვარ დაბმული, ვეძებ სიტყვებს სამრეკლოსთან ამოქარგულს,
მძიმე სუნთქვა და ერშიაც ქაოსია, მარტო სიტყვა სათქმელადაც რომე ბასრი, თუ კი დარში სეტყვა-წვიმით გაოცდია, მაშინ ნახე დასველებულ ნაპირს ხავსი,
სანამ დარდი გაისმება მორწყავს ყოველს, მე მანამდე ვილოცებ და დავრჩე მარად, ასე მარტო დარჩენილი ვგავარ ფხოველს, წუთი გარბის,ჩემთვის რჩება სამოც წამად.
თ.გუბელიძე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. "წუთი გარბის ჩემთვის რჩება სამოც წამად"
რათქმაუნდა მუხა "წუთი გარბის ჩემთვის რჩება სამოც წამად"
რათქმაუნდა მუხა
1. რაც შეიძლება მეტი სიკეთე უნდა გამოსძალო ამ ცხორებას, ,დრო კი, არ მიდის, მიჰქრის. მარტოობაშიც შეიძლება იმედის ნაპეწკალმა გაიელვოს. რაც შეიძლება მეტი სიკეთე უნდა გამოსძალო ამ ცხორებას, ,დრო კი, არ მიდის, მიჰქრის. მარტოობაშიც შეიძლება იმედის ნაპეწკალმა გაიელვოს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|