ავტორი: ნინა გორდაძე ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 14 დეკემბერი, 2023
* * *
ერთ დროს, ჰიჩკოკი ტემზის ნაპირწყალს მისცემია შთაგონების მოსაპოვებლად. განგებ ტანსაცმლით ჩაწოლილა, რომ სიცივის გარდა , კარგად ეგრძნო მისი სიმძიმეც. ასეთი ქცევა რაღაცით სიყვარულის ძიებას ჰგავს, თავისთავად სირთულეების, თუმცა, ფოტო ვერაფერს გვამცნობს, გარდა ფაქტისა. ფოტოს ქვეშ მშვიდად დაწერილი კომენტარი კი: - "მე ყველანაირ შთაგონებას გავურბივარ", მაფიქრებინებს, რომ სიცოცხლის გამარტივებაში უფრო მალე გადის სიცოცხლე.