ისევ ნაცნობი ქუჩის აღმართი, ვნანობ არაფერს, ისევ მშვიდია, არვარ მორწმუნე არ ვარ წარმართი, ჩვენ დროში სიტყვას ასე ყიდიან,
დროა უფერო მარტის ხედებით, თუ დაიჯერებ ახალს ელიან, ვერას გახდები ჩუმი ვედრებით, გაღმა ნაპირას მაინც გწყევლიან,
ფიქრი საჩინო ფურცელს დაეცა, და მხეცი ურდულს ტეხავს უნარით, თუ ვინმე ღმერთის სახელს გაექცა, ცხოველი არის არლბათ ბუნაგით,
დღემ მარტოობის ხიბლით აავსო, დარდმა ადამი ეშმაკს შეყარა, მე მეტი ფიქრი თურმე არ მაქვსო, და მარტოობა გამოეპარა,
დროა სარგებლის რომე მომთხოვნი, და სარგებელი თაფლად ქებული, არავინ არის ამის მომყოლი, თუ არ აწიე სიტყვის კრებული,
დრო მეფობს დარებს ასე უჩივის, დროსითვის კარი გაღებულია, და სამოსახლოს ვინც კი უღიმის, სანთელი მისთვის ანთებულია,
ვებრძოდით ძველი დროის მეომრებს და სახილავი დაგვრჩა ერთობა, მე შენი სიტყვით მტერი მეგონე, შენ კი იჩემებ თურმე ერთობას,
გეტყვი ათასგზის კარი გაიღო, და საზღაური შენი ბუდეა, თუ სამყაროში ვინმემ გაიგო, რომ წვიმას ხის ქვეშ შეეყუდეა,
დაგცემენ ლახვარს თუმცა უენოდ, უენო არის მათი თარეში, წამალი ვიცი მერე უებრო, ფიქრი ამ გრძნობის სიმწუხარეში,
ისევ ნაცნობი ქუჩის აღმართი, ვნანობ არაფერს, ისევ მშვიდია, არვარ მორწმუნე არ ვარ წარმართი, ჩვენ დროში სიტყვას ასე ყიდიან. თ.გუბელიძე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. უკეთესის მოლოდინში. უკეთესის მოლოდინში.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|