 | ავტორი: დევი ჟანრი: საბავშვო 16 დეკემბერი, 2023 |
თოვლის ბაბუს მე და ბებომ დავუწერეთ წერილი, მოკლე, მიზანმიმართული და არა გაწელილი.
მე მინდა რომ წერომ ამ წელს მომიყვანოს დაიკო, ბებოს სურს, რომ ზაფხულამდე ათი კილო დაიკლოს.
ნეტავი არ შეეშალოს, მომიყვანოს ანანო, ჩემს ძმას თუ არ შევაშურო, ნახოს თუ არ ვანანო.
ვერასდროს ვერ იცლის ჩემთვის, ვითომ დიდი ბიჭია, ამ წერილშიც, ჩასაწერად, სათამაშო მირჩია.
-თოვლის ბაბუ, გთხოვ, დაიკოს მოაყოლო "პაშლეტი", კიდევ ბაღში, სუპის ნაცვლად სულ რომ იყოს კატლეტი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მიყვარს საბავშვოები. მიყვარს საბავშვოები.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|