ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
23 დეკემბერი, 2023


შტურმი

მე ყოველ ღამით შეწუხეული,
ცოტა სიგიჟით ცოტა სიყალბით,
რომ მახსენდება შენი სხეული,
დრო საოცარი, ერთნი ვიყავით,
მე მესმის შენი ართქმული ლექსის,
და სანუკვარი ჩემი ნათება,
მე ყოველი რომ ასევე მესმის,
და შენზე ფიქრი ქარად დამყვება,
მინდორში მწვანე დგანან მხედრები,
გარეთ სირბილი ჩემი წვალება,
ნეტავი გაჭრის ჩემი ვედრებით,
რომ დაინახონ შენმა თვალებმაც,
ქალაქში დაშლილ ბგერებს მღერიან,
ცა ფირუზია მათი ხიბლობა,
არა თქვა ჩემთვის ვინმეს ქვევრიანს,
ღვინო რომ გასდის და არ ზრდილობა,
მე მესმის ჩემი ნაზი ნატიფი,
არეულობის წრფელი შუქია,
არვარ მეხოტბე თუნდაც არიფი,
ჩემი ფერები უფრო მუქია,
რაც არ გინახავს ამბად გიყვები,
რომ განთიადი შენი სიშორის,
მე კი ყოველთვის ზეცა ვიქნები,
თუ კი საწვიმარს ვინმე მიპოვის,
და შენახული შენი ბგერები,
თითქმის ნანახი გარიჟრაჟია,
მე ჩემი სიტყვით მოგეფერები,
თითქოს თავიდან დავიბადეა,
მესმის ერთგული გედის ნუგეში,
და სამყაროა ჩემი ერთობა,
თუ სარეველას იყრი უბეში,
ყვავილნარს გჩუქნი ფრენის ერთობად,
და პიროვნება უცო სხეულის,
და პიროვნების ამით სხვაობა,
თმები უშენოდ მაგრამ ხვეული,
ასეა ჩემი სანახაობა,
ჭაღარებს მალავს და თოვს არწივად,
ვიცი მარტოა და თან უენო,
მაგრამ არასდროს ამ კაცს არ ცივა,
მარტოსულია სიტყვა უქესო,
ჩემი თავია ასე ბიჭობით,
თუ დავიკვეხნი რამე სიკეთეს,
ვერა ვაკეთე მე უვიცობით,
და სასოება გადამიკეთეს,
მე მჯერა არვის ,არავინ მოვა,
არავინ წავა მე მარტო დავჩი,
მებრძვის და ვღელავ საჩინოდ რომ ვარ,
მესტუმრე ნუგბარს გაგატან სახლის,
არ ვიცი რისთვის ვიტან ამდენ ხანს,
ამდენი ხელის ჩემად წაღებას,
ველი გაზაფხულს ვისთვის კაეშანს,
და შენი ციხის შტურმით აღებას.

თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ნათი ჯანაშია, არჯე ვულოცავთ დაბადების დღეს