ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
30 დეკემბერი, 2023


მინანქარი ან ავდრის უწყება


და მზე მარტო მაისის თვე,
და ცა მარტო გარიგება,
არა მარტივს გავემიჯნე,
არის რჩევა დარიგება,
მეცნო შენი ალმასები,
და ცის პირი მშვენიერი,
ვერას მეტყვი ვაჟკაცები,
არ არიან ბედნიერნი,
რო ცა დასკდეს გავიხიზნო,
მზემ თქვას ოცი გზამდე ლოცვა,
თუკი ზეცა დავიფიცო,
დარჩეს ჩუმად ჩემი კოცნა,
რახან ავდარს მიამბობენ,
კლდენი უტყვი მარტოობით,
ვერ ვამუნჯებ გარიგებას,
ე მაგ შენი სანდოობით,
და თან სუსხმა დამიარა,
ტანს სიამე მედო მხეცად,
ვერას კმარა დარიალმა,
იყივლა და გამამხეცა,
რახან ავდარს მიქადიან,
მე თავსთუმალს ვეტყვი მართალს,
და სინაზე სიქამდეა,
მაგრამ დარი ფიქრობს ავდარს.


თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ნათი ჯანაშია, არჯე ვულოცავთ დაბადების დღეს