ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პროზა
3 იანვარი, 2024


ცხელ ლეშს სევდა აწვიმდა

რატომაც არა,დრო ისე გაიპარა,როგორც ედემის ბაღის სასვენი ნიშნები,სანამ ნატიფი მილოცვით ერთობით იქამდე მიმალული ჭეშმარიტებისთვის ვერ მოიცლით,აქ იმაზე მეტად ყვავის ბოროტება ვიდრე ჯოჯოხეთში,ცა დამშვიდდა და ყოველი თბილი და სასაიხარულო,ცივმა და  აღშფოთებულმა შეცვალა.ჩვენ დავიკარგეთ,ისე დავიკარგეთ როგორც ვივალდის ზამთარი,ისე დავიკარგეთ როგორც ჰიმალაი და ისე დავიყოფით როგორც კუბი,სად ვეძებოთ სამართალი ბრძოლის პირას თბილ თავსთუმალში თუ ბრძოლისას ცხელ წვნიანში,რა არის შემოდგომის იდეა ზამთრისთვის,რისთვის ეწამა მოწამე?
ასი წლის შემდეგ ისევ იყვავილებს ბოროტება იმ მდელოზე ,სადაც ოდესღაც არწივიც კი არ ნადირობდა,ჩვენ წავიქეცით,ისე წავიქეცით როგორც მარტი თოვლიანი,ისე წავიქეცით როგორც ნამი სუსხიანი,ისე წავიქეცით როგორც დარი ავდარივით მოწამლული.
არაფრის გამო ვხედავთ ერთმანეთს და ყოველს რასაც სიკეთე ქვია არაფერში ვუძებნით ადგილს,იმედის ნაპერწკალივით დავიწვით და დავიფერფლეთ,სად და როგორ მნიშვნელობა აღარ აქვს,მნიშვნელობა სიტყვებმაც დაკარგეს როცა ცას მარტოობა შეაღამდა და მილიარდიან დედამიწაზე განმარტოების მსურველთა რიცხვმა ოთახების რიცხვს გადააჭარბა,მეტყოდი ალბათ სად იყვნენ მოწამეები როცა ჩვენ ჩვენივე ფანტაზიებმა გვაწამეს,სად იყვნენ მორწმუნეები როცა ჩვენი ლეში გვჭამდა,მე გიპასუხებთ,იქ სადაც ჩვენ წავიქეცით.

თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები