ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
10 იანვარი, 2024


მშვიდობით დღეებო

ერთი ქალია სანუკვარი ჩვენი შეხების,
შეხება მისი უსათუოდ დარდის გადმოღვრა,
ასეთი გული და ნუგბარი წითელ ფერებით,
დალალის ხელით უბისპირას რომა გადმოყრა,
დამღალეს თითქმის განთიადი ჩემი უფლების,
და სახილავი რომ არსს თავი გადაშენების,
იყო და არის დღე ღამისთვის ამბის უწყებით,
დაიწყეს წვიმა და თან დარი არის ჩვენების
ხლეჩენ ოცნებებს, უნაპირო ზვირთებს შევები,
და შემოჩეხვა განა მარტო შენი სახეა,
მე გაზაფხულსაც ზამთარივით მოვეფერები,
ზაფხულის საწყისს დაგებული ჩემთვის მახეა,
არწვის ბუდეს თუ ნაჩეხი ბასრი კბილებით,
შეტეხავს სუსხი ნამქერივით ბასრი სალესი,
მე ამ ლექსებით ვეღარავინ ვეღარ ვიქნები,
მე შენი სახე დავინახე გუშინ მთვარეში,
ხე დგას,მარტოსულ დატყობია ენის უნაგირს,
ბედაურებით გათიბული შენი ფეთება,
ეს ცა მშვიდობას უსასრულოს ზღვებსაც უქადის,
ეს არის ჩემი და ნიაღვრის შემოხეთქება.
თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები