ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
10 იანვარი, 2024


George Gordon Byron - The wild gazelle

ჯორჯ გორდონ ბაირონი - ველური  ქურციკი

იუდეის მთებს ეწვია, ხარობს,
აღტყინებული ქურციკი ხტუნავს,
დაეწაფება მწყურვალი წყაროს
წმინდა მიწაზე მჩქეფარეს, მკურნავს;
დიდებულ მზერით, მსუბუქი ბიჯით,
ჩიტივით მიქრის არმქონე ხინჯის.

მცირე ხნის წინათ მასავით მკვირცხლი,
კაშკაშა თვალის, ამავე გზაზე
მისეირნობდა სიონის მკვიდრი,
აღმატებოდა მშვენებით გაზელს;
შრიალებს ტევრი ლიბანის კედრის,
ასულებს ერგოთ ლტოლვილთა ხვედრი.

უფრო იკურთხა ამ კუთხის პალმა,
ვიდრე ტანჯული იუდას ჯიში,
რადგან გაზარდა ხე მიწის მადლმა
და გადახვეწის არ ზაფრავს შიში;
არ მიატოვებს  მშობლიურ ადგილს,
უცხო მიწაზე არ მოჰფენს აჩრდილს.

ვინც გადავურჩით გაჟლეტას მრავლის,
სხვაგან მოგვიწევს სიკვდილის მოცდა,
სადაც მარხია მამათა ავლი,
არვინ გვაღირსებს სამარეს მომკვდარს.
ტაძარი წახდა, ლოდები გატყდა,
ქირდვა ეუფლა სალემის საყდარს.

10 იანვარი, 2024 წ.


George Gordon Byron - The wild gazelle

The wild Gazelle on Judah's hills,
Exulting yet may bound,
And drink from all the living rills
That gush on holy ground--
Its airy step and glorious eye
May glance in tameless transport by--

A step as fleet, an eye more bright,
Hath Judah witness'd there;
And o'er her scenes of lost delight
Inhabitants more fair,
The cedars wave on Lebanon,
But Judah's statelier maids are gone!

More blest each palm that shades those plains
Than Israel's scattered race;
For taking root it there remains
In solitary grace.
It cannot quit the place of birth,
It will not live in other earth.

But we must wander witheringly,
In other lands to die--
And where our fathers' ashes be,
Our own may never lie.
Our temple hath not left a stone.
And mockery sits on Salem's throne.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს