ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
13 იანვარი, 2024


დაუჯერე ბუნებას

ხმები გეტყვიან,ხმებს არ უჯერებ,
ხმები დაირხა სააქაოსაც,
ძვლების სიცივე, სუფებს სიბერე,
დროებამ ასე გამაქარვოს თან,
მერე არსების ძალით შევძულდე,
მგოსნებს სიტყვებით მარადისობის,
მისანი არის,შორით სამშვილდე
ისრების წვიმა, განა ვიცოდით,
ასევე მთელი განა ითქმება,
ასეა, ნახეს ძველი ღიმილი,
ნაპირებს ზღვების მზით რომ ირთვება,
ნაპირებს ზღვების ქვია ტირილი,
მე ვერ დავივლი ხევებს უშენოდ,
შენ ვერ იტირებ მარადისობას,
ასეა წლები გადის უჩემოდ,
წლებია ყვება თურმე გმირობას,
იმ ნაპირს წლები ხავსით შეამკობს,
ამ სიტყვებს ისევ მწარედ ახსოვხარ,
თუ ყინულმჭრელი ნაპირს შეაპობს,
ყინულის გროვაც და შენც მარტო ხარ,
მე სიტყვის ხიბლი ვიცი ასეთი,
შიგნიდან ისმის ჩუმი გოდება,
ძველი მუსიკა ძველი კასეტით,
ვიცი ამ ღამით მოგაგონდება,
გახედე გარეთ რბიან გიჟებად,
სამყაროს ბოლოს თურმე ხიდია,
ღმერთი ჩუმ ჩუმად ჩნდება ნიჭებად,
სხვა თურმე ნიჭად გასაყიდია,
მე მარტო ერთი მყოფნის სადავე,
არ არის განზე ხტომით ნაშოვნი,
ასეა, პირის ჩემი სათავე,
არ არის სხვისი ანდა ნაპოვნი.

თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები