მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში
* * *
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
* * *
დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
16 იანვარი, 2024
ლუკა...
ჯერ პატარა ხარ, არ იცი
ამ წუთისოფლის ამბები,
ჯერ კიდევ არც რას განიცდი,
არ შეგრხევია წარბები...
მაგრამ დრო მოვა, გაიგებ,
რომ ხარ ქვეყნიდან გმირების,
მადლობა არსთაგანმრიგეს,
ერს - თავდადებულ შვილების.
მწამს: იამაყებ დიდგორით,
თუმც ვართ ჭირ-ვარამნახული,
გწყალობდეს წმინდა გიორგი
და ღვთისმშობელი ხახულის.
ოთარ რურუა
2024
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
3.
სასკოლო წიგნშია შესატანი
სასკოლო წიგნშია შესატანი
ელადა.
2024-01-22 02:10:45
2.
სასკოლო წიგნშია შესატანი
სასკოლო წიგნშია შესატანი
ელადა.
2024-01-22 02:10:41
1.
გაიზარდოს სასახელო ლუკა ბატონი.
გაიზარდოს სასახელო ლუკა ბატონი.
მუხა.
2024-01-17 21:08:15
მონაცემები არ არის
მონაცემები არ არის
26.08.2026 20:27:11