მიცნობენ ასე და ცნობისთვის თურმე ერთი ვარ, მიცნობენ მკვიდრად,და საცნობი შენი მარცვალი, მე ვყვები ამბავს ამომავალს თითქოს ღმერთი ვარ, მეფეა მშვიდად, გადირია მეფის ნაცვალი, მე მჯერა მგოსნებს არ უთქვიათ ჩემი მშვიდობა, და საცნობელი ჩემი მახე თითქოს ერთადერთს, ვეტყოდი მაყვალს ეკლები რომ თითქმის ეტყობა, ვერავინ ასეთს ვეღარასდროს არ და ვერ დაწერს, მე გეტყვი მართალს,საცნობელი თურმე მშვიდობის, კარია ჩემი გაღებულა ,უფსკრულებს ვებრძვი, ასეა მარტი ამ ფურცლებზე ასე ითქმების, მე კიდევ მოვალ და კეთროვანს სიმართლეს ვეტყვი, მე მჯერა ბედის,რომ სიბნელეს გაფანტავს ლოცვა, და სამლოცველოს კარებივით გადარაზული, მე მჯერა შენი სიმამაცის და შენი კოცნა, შენია სახე იმ ხატებზე გამოსახული, გებრძვი და მჯერა გაინათებს ხილვად ნანახი, რომ საბადურში თოვლიანი ჩემი მშვიდობა, ასეა ჩემი და პოეტის მცირე სამარხი, ასეა ნათქვამს პოეზია ასე იტყოდა, რომ სილაჟვარდე და წასული ვისმე განგება, რომ დაისია მარადჟამი ჩემი აღდგომა, ვინც კი წასულა წასასვლელად თურმე არ რჩება, ასეა ვიცი წყებიანად განზე გადგომა, გზას ვუთმობ პოეტს ,პოეზიის ნატამალივით, რომ განშორება ნამიანი შენი სიცხეა, ვტირი და მებრძვის განშორება ჩუმი ქალივით, იქ არის ქალი და საშველიც სადღაც იქვეა, ამ წელს მე ვიცი შევემტვრევი ქართლის შვილობილს, რომ განდგომილებს გალექსვისთვის, სიტყვად მუდარა, ველი გაზაფხულს მაგრამ არა სიტყვებს რბილობის, უსახო ქველი და სიშლეგის ჩემი სუდარა.
თ.გუბელიძე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|