ავტორი: ლელა მგელაძე ჟანრი: პოეზია 21 იანვარი, 2024
მტრის ამოცნობა
დიდხანს იდექი მდინარის პირას, არა იმისთვის, რომ სამყაროს ხმები გაგეგო, - მტრის გვამს ელოდი. ბოლოს და ბოლოს წყალმა გვამი ჩამოატარა. ნუთუ ის არის? მტერი შეგშლია? გიახლოვდება, გიახლოვდება... და საბოლოოდ, შემცბარი და გაოგნებული შენივე თავს ცნობ.