ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
1 თებერვალი, 2024


ქართული კერა

რას ქვია ქართული სისხლი?იდეას,გამარჯვებას და ტრადიციებს ალბათ ჰო,იმედია მიმიხვდებით რამდენად მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი იმის მისაღებად რასაც სხვა ერებისგან დახმარება ქვია,ეს ტრადიციული ინკვიზიცია არ გეგონოთ,მწარეა მაგრამ ეს ქართული ფესვების ძიება იმ ქვეყნებში სადაც ჩვენმა წინაპრებმა იმსახურეს.რა დავტოვეთ იქ,რა იყო და რა არის წყება მართალი.პასუხები იმ ისტორიის ფურცლებზე როდია ჩვენ რომ ვაღმერთებთ და მივეტრფით,ეს ის ისტორია რომელიც ახლა უნდა ვიცნოთ და განვიხილოთ.
    პასუხები მანიფესტების წიაღშიც კი ბუნდოვანი იქნებოდა,რომ არა ერთი მიმართულება,რომელსაც ჩვენ ტრადიციებს ვუწოდებთ,რა შვეცვალეთ ჯვაროსნებში ან ბიზანტიაში ან საერთოდაც დავით აღმაშენებელმა რა შეცვალა მსოფლიოსთვის,სხვის მსახურად დავარდნილებს საკუთარი ერის მოთხოვნილებები და კაპრიზები ერთმანეთში გვერევა.პასუხი იქ ჩანს სადაც ჩვენ გავჩნდით,პასუხები ისტორიის დასაწყისშია,რადგან ჩვენ ვებრძვით საკუთარ თავს იმისთვის რომ ღმერთი ვიპოვოთ,ამისთვის ქვეყანა რას აკეთებს,სად ჩანს ჩვენი ერთობა,იდეაში,წინსვლაში თუ ტრადიციებში?
      იდეის პოვნისთვის დრო არ დაკარგოთ,ის იქამდე გვქონდა სანამ ჩვენ ტრადიციებს კოკა-კოლის რეკლამას არ ვამჯობინებდით,რაც არუნდა კეთილად ჟღერდეს ამერიკელებისაა,რაც შეეხება იმ მოსიარულე აზრს რომ კოკა-კოლა თავის დროზე იმედის ნაპერწკალი იყო ქართველებისთვის და შველა დიდი მეგობრისგან,ჩვენი ღვინის როლის დაქვეითებად მიმაჩნია,ჯერ არსად მინახავს საფერავის ფორმაში გამოწყობილი პრომო გოგონები,იმის მიუხედავად რომ ღვინოს ვერასდროს ვერ ჩაანაცვლებს კოკა-კოლა ის მაინც ღვინოზე მეტად პოპულარულია ჩვენთან.
      ამით იმის თქმა მინდა რომ მეც ქართველი ვარ და შეცდომები მეც დამიშვია,თუმცა არც მთლად ისეთი რომ ეროვნება მხოლოდ იმიტომ დავკარგო რომ ვიღაც გასიებულ პოლიტიკოსს ჩემი ნაწერები სათავსიოდ არ მიაჩნია,რაც შეეხება გაურკვევლობას ის ჩვენს ერში რწმენის სისუსტემ წარმოქმნა და არა ღვინის სიძლიერემ,აბა კოკა-კოლა მაწყენარი კი არ არის ,სვი რამდენიც გინდა.
      ესეც დაპირებული შტურმი,იმ ადამინებს მივმართავ უყურადღებობის მორევში რომ ძირავენ ჩემნარიებს და მერე იმას მიაწერენ რომ საჩვენოს არაფერს ამბობს,მხატვრულ ღირებულებებს არ ატერებს ან უშინაარსოა,დასაწყისითვის ერთ-ერთ ჭეშმარიტებას გეტყვით სანამ იმის ფასი არ გეცოდინებათ რაც თქვენს ყოველდღიურობას ასხვაფერებს,ვერასდროს გაიგებთ იმის ფასს რის გამოც  რაღაც მოგცეს .პირველი და უკანასკნელი შეგონება ჩემგან,იცანი მტერი რომ არ დამარცხდე,წინააღმდეგ შემთყვევაში ყვავილიც კი არ იყვავილებს შენი გატეხილი გულის ნაპირას და ასევე თქვი სათქმელი ისე, რომ არა მარტო მავანს არამედ მეგობარსაც კი შეშურდეს შენი ინკვიზიციის.მოქმედი ხელისუფლების მარტივი ამოცნობის მიზნით გეტყვით რომ მათი მიზანსწრაფულობა შეგვიყვანონ იქ სადაც ჩვენ წინაპრებს ყოველთვის უნდოდათ რომ ვყოფილიყავით დაფასდება და ამ არჩევნებზე სისხლიანი რევოლუციაც გამოცხვება.მეტისთვის ეწვიეთ უკრაინას,ახლო აღმოსავლეთს ან თუნდაც რამე უფრო კონკრეტულს და წიაღისეულს;შთაგონებას,შთაგონება ის არის რასაც ადამიანი ალტერ ეგოს ეძახის,შთაგონება იმ თავითვე საკუთარი თავის შეცნობაა მისი დავიწყების ფასად და ის იქამდე აღწევს ადამიანის სულში როგორც სრწმენა რომელსაც ვერასდროს დაასუსტებ იმ ღვინით რომელსაც კოკა-კოლა ამჯობინეს.

თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები