მე თავხედი ვარ, ჩემს წინა მუდამ ღია კარია, მივყვები ფიქრებს მიუვალს და თანაც საშინელს. საკუთარ ნესტრით დაღუპული ღრიანკალია... დღეს პოეზია; პატარაა დიდობაშივე. შენ მეგობარო; ღრუბელი ხარ, დიდი ღრუბელი, მე ვდგავარ ცივად, შემზარავად, მკვდარი ქვის სახით და შენთვის ვიცი პოეზია საბურველია, მუნკის კივილად გადაგაქცევს სკვიდვარდის სახლი! არტურ რემბოებს, შარლ ბოდლერებს და პო - ებს მზიანს... მობერავს სიო, თეთრი ყვავი ლექსში გათოშავს და რა ვქნა თავხედს მუდოსავით, თუ პოეზია ისე უბრალოდ მეყვარება სათამაშოდაც. მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )