ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
10 თებერვალი, 2024


Sara Teasdale - I Love You

სარა ტისდეილი - მე შენ მიყვარხარ

ოდეს  აპრილი პირად-პირადი,
მარადი ძილით მძინარს დამლანდავს,
აღარ სჭირდება მტვერს ხვაშიადი,
სიკვდილამდე რომ გულში მალავდა.

შაშვებს, ტოროლებს ამცნობს მაშინვე
ჩემს საიდუმლოს ანცი აპრილი,
მათი გალობით სიტყვას სამივეს
ქარი წაიღებს ფაფარაყრილი.

სხვენზე მერცხლები თავისებურად,
შორეულ წვიმის მსგავსი ნოტებით
მოუყვებიან ამბავს ბეღურას,
ფანჯარასთან მჯდომს განმარტოებით.

ჩიორა ჩიტო, როცა სიცოცხლის
დღეებს შემიცვლის ძილი მარადი,
ჩემს მიჯნურს ამცნე, რასაც სიმორცხვით,
აღსასრულამდე გულში ვმალავდი.

10 თებერვალი, 2024 წ.


ორიგინალი იხილეთ აქ: https://poets.org/poem/i-love-you

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები