არ დაიჯერო განშორება, წყების აღმართი, და გულიკიდე სამზეური მშვიდი სიზმარის, ესოდენ კმარი განგებაა არსი სად არის, ასეა განზე გატყორცნილი შავში ვიცანი,
მერემდის კმარა უტყუარი მშვიდი მეფობა, როს სიმარტოვებ დაგიმონოს წყების სამარხად, ასეა კმარა გაფიცვების წყების ერთობა, არ დაიჯერო არც ეს არის რამე სანახად,
მარტოოდენი სიახლოვე მზეთა განედზე, არავის კმარა წიაღსვლიდან გადაკიდული, არავის, მაგრამ საკუთარ თავს თითქოს არ ენდე, ესტყვიან ზეცას,მარტოობის გარდა ყოველნი,
მარტოა, სუფევს უძილობის ჩემი კამარა, ვიმზადებ აბჯარს თითქოს ვიყო ვინმე ფხოველი, აწვიმეს დარდებს მაგრამ არა იყო სად არა, ხელია მშვიდად აირია ხელის მთხოვნელი,
ესოდენ კმარი სიჭაბუკე გდია უჩუმრად, რომ განიქარვა, საერთოდაც წყების მეხოტბე, საქმეა მშვიდად, მაგრამ მდია წყებას უყურა, ქოთანი მშვიდად, აირია აქაც მექოთნე,
მე ვეტყვი მსაჯულთ,რომ ავდარი ერთი შველოდა, სიშორის მსგავსი იადონი უწებებს გალობს, თუ კი საყდარი ასე ცოდვილს კიდევ მელოდა, მაშინ უფალი ყოველივეს თანაბრად წყალობს.
თ.გუბელიძე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|