ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
27 თებერვალი, 2024


იოანე მარუშისძე

საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდ ქართველად იოანე მარუშისძე (იგივე მარუშიანი) მიმაჩნია!

რომ არა იოანე მარუშისძის ძალისხმევა და ტაო-კლარჯეთის მეფის - დავით III კურაპალატის თანამშრომლობა, საქართველო ერთიანი ვერ იქნებოდა.

სწორედ იოანე მარუშისძის წყალობით დასვა დავით კურაპალატმა შვილობილი ბაგრატ III ბაგრატიონი ერთიანი საქართველოს სამეფო ტახტზე.

რომ არა იოანე მარუშისძე, შესაძლოა,
არასდროს გაკეთებულიყო კაცხის ტაძარზე წარწერა:

„ბაგრატ აფხაზთა და ქართველთა მეფეი, ტაოისა
და რანთა, კახთა და ყოვლისა აღმოსავალისა დიდი
კურაპალატი“.

თამარის, აღმაშენებლისა და ბაგრატის დიადი სახელმწიფო დიადი მარუშიანის - იოანე მარუშისძის ნაძებნარ - ნამოღვაწარია!

პატივისცემით - ოთარ რურუა

................................................................................................................................................

იოანე მარუშისძე

ჩვენი ერის ისტორიის დიად გმირთა სიაში
ბევრზე ბევრი ქართველია, მაგრამ ვიდრე ვჯანმრთელობ,
მე ყველაზე დიდ ქართველად ქვეყნის ისტორიაში
იოანე მარუშისძე მიმაჩნია, ქართველო.

მისი დამსახურებაა დავით კურაპალატმა
ბაგრატ ბაგრატიონი რომ ტახტზე დასვა, მეფობდა...
და რომ არა იოანე მარუშისძე, ალალად,
ერთიანი საქართველო არა, არ იქნებოდა.

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები