 | ავტორი: გილო ჟანრი: პოეზია 26 თებერვალი, 2024 |
ერთ მშრალ, ქარჩამდგარ დილას, ქუჩაში ვეყარე ფოთლებივით, დილამდე ფოთლებმა იხმაურეს, ისეთი უხეში შრიალით, გეგონებოდა შტორმი იყო. მერე ქალაქსაც დააღამდა, როგორც შორი გზისკენ წასულ სტუმარს, ქალაქს რომელშიც ხმა ვიყავი, ან ხმაში ჩახერგილი გასაქცევი, მერე ცაზე მთვარეც აღარ ჩანდა, როცა უმიზეზოდ მიუჩრდილეს ხეებმა ტოტები სახურავებს, დღეებს იმედები შემოაკვდათ, დღეებს სიხარულით დახურავენ ასე ჩემნაირი მოზრდილები, როგორც აჩემებულ ჟანრის თამაშს. წინ ისე ღიმილით ვიხედები, თითქოს წამომკრეფენ სახვალიოდ და მიმამაგრებენ იმედებით იმ გაფარჩხული ხის ღეროებს, შემოდგომამდე რომ შემაკავა, სული მიბერა და შემარხია, მერე ჩამოცვენაც შემაყვარა.
24 თებერვალი 2024 წლის
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. მოკითხვა ანა ♥️ მოკითხვა ანა ♥️
4. “ქალაქს რომელშიც ხმა ვიყავი, ან ხმაში ჩახერგილი გასაქცევი,”
როგორ მომენატრე <3 “ქალაქს რომელშიც ხმა ვიყავი, ან ხმაში ჩახერგილი გასაქცევი,”
როგორ მომენატრე <3
3. მოგიკითხეთ! მოგიკითხეთ!
2. იმედია ადამიანი, ცარიელი იმედი და ძალიან კარგად გამოხატე შენ. იმედია ადამიანი, ცარიელი იმედი და ძალიან კარგად გამოხატე შენ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|