ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
1 მარტი, 2024


სიცივე და მიჯნა

დრო ისე გავა ამაყად
წარსულის ფერი ლანდებით,
როს გაზაფხული ნანახად,
ჩვენ კიდევ დავიბადებით,
ეზო მიდამოს ხიბლია?
გაშუქებული მშვიდობა,
როცა ვიკითხე ბიბლია,
მეც მონაზვნობა მინდოდა,
როცა აივსო სასმისი,
მეც გარიჟრაჟი მეგონა,
როცა დაეცა საყდარი,
მინდოდა გამომეგონა,
არა ვარ შენი შემყურე?
ვერ გამარტების ქაოსი,
შემოეხარჯა მეპურეს,
ვეღარ იყიდა სამოსი,
რახან გზა ასე ჩემია,
რაკი მზე დარობს ზაფხულის,
გზებს უთვისტომოდ დევნიან,
და შემოდგომით ნახულიც,
ეზო-მიდამო მგონია,
ნახავ, გზა თურმე ჩინისა,
მე რისგან მომიგონია,
გამოსარჩლება ღვინისა,
რახან გზა გზებად გაკიდეს,
საკიდი იყო მავთული,
არ არის ერი ერთობით,
მაგრამ ბევრია მსახური,
ბევრია ერის კაი მზე,
ბევრია მზითგან ქებული,
ასეა წყებად დავიწყე,
იდეად წამოწყებული,
ერთი მზე ხარობს,კარგი მზე,
და ჩვენი გულის ნადები,
დროც კი ვერ მიდის საყდრებთან,
კირქვით როდია ნაგები,
მაგრამ მსურს თქვენი კაი თქმა,
რა კარგი იყო ნანახად,
ოქროს ძაფები გაიბა,
და მტერი იყოს სამარხად,
სანამ ქუხს ზეცით ილოცე,
სანამ წვიმს მისთვის კარგია,
ვინც აერიდა მიმოზებს,
საშველად სახლში არიან,
ვერას დუმს,ვერას იცინის,
ვერას აიღებს საჩინოდ,
მაინც დარდია სიცივის,
დრომ უნდა გამოაჩინოს.

თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები