წყნეთში ქარიანი სევდა გამისვრია, ქარმა ნაცნობივით შუბლთან შემაჩვენა, გარეთ ნანახივით ჩუმი აისია, მომკლეს ან არადა მომტყდა მე მარჯვენა, ჩაქრი ასანთივით თითქოს ელდიანად, მაგრამ სახის მსგავსი თუ კი შეაჩვენე, თითქმის განთიადი გაქრა ბედიანად, მე თუ გზა არ ვიცი მიდი შენ მაჩვენე, მესმის არად გიღირს ჩემი მსახურება, ანდა რატომ ვერჩი ეშმაკს დიდებისას, ასე ავდარია ფეჩის გახურება, წვიმას გარეული წყება ისრებისას, რახან დაიარა გულში ნიაღვარმა, ერთი სანახევროდ ,წყება იშვიათი, მაგრამ არას გავდა ცრემლად მიაღვარა, მე თუ მარტოობა ასე მითქვია კი? წადი გადელებულ წყებად საიქაოს, წადი გაშორებულ აზრებს მიაქროლებ, მითხარ გაისის დროს აბა სად იყავი, მოდი არ არსებულ ჯვარზე მეამბორე, წყება დაღიანი, ჩუმი შესაშურად, არად დავიცლები, თუ კი მიბრძოლია, მე დღე გადავღალე,ღამემ მემსახურა, ომი არას გავდა ,თუ კი გვიომია, მეთქმის არა არის ჩემი გამარტება, არც დრო მიგვაქანებს სადმე აისისას, ასე გარეშეა ჩემი განმარტება, ვხდები შემოდგომას არა მაისისას და თან უცნაური ჩუმი შენაკადი, არა დათრეულა, ჩემი შევარდენი, ვიყო უარყოფა ან და შენ აკაკი, წერეთ გარეულად შინ რომ შევარდებით, ასე გამისროლე,განზე იამზეა, ასე მითრიდატე თუ კი შეგვიჩვენეს, ასე განმარტება კიდეც ყირაზეა, მისი ვინაობა თუნდაც, თქვენ მიჩვენეთ.
თ.გუბელიძე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. რას ვიზამთ ასეთია ჩემი განწყობა . რას ვიზამთ ასეთია ჩემი განწყობა .
1. სევდნიანი, მძიმე ლექსია ამ გაზაფხულისას... სევდნიანი, მძიმე ლექსია ამ გაზაფხულისას...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|