ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
10 მარტი, 2024


ბევრი იყო ასე (მიტევების პირობა)

  მარიონეტები იქამდე ეძებდნენ გამოსავალს ვიდრე სამარადისოდ არ დაიფიცეს მათი მორჩილება და არ აღგავეს პირისაგან მიწისა მტერნი ცას ვერ შენახვედრნი.სააქაოს ყოველი ხილული და იდუმალი მისტიურმა ქარბუქმა მოიცვა,რახან კი ეზო იყო იმ ადამიანების თავშესაფარი,რომელთა სისხლიც ფრონტზე დაღვარეს, მათმა თავდადებამ მტერი შეაჩვენა.უპირობო სიამაყეს გამოკიდებული მეძავი ქალიც კი მიხვდება როდისმე რომ მისი საქმე ეშმაკის არის,აი ფანქრის წვერზე დადებული მტვერი როდის გახდება ნახატი არ იცის არავინ.საშობაოდ მარტოსული ოდისევსი არავის უნახავს,მაგრამ ბევრი გახრა მარტოობის დარდმა ,რაც დასაბამი უნდა ყოფილიყო ბრძოლისკენ რომელიც თავმოყვარობისკენ უბიძგებდა მათ,მაგრამ ბევრი დააქცია  ბედმა ან განგებამ ან თუნდაც ბედისწრის ისარმა განგმირა სამარადისოდ.მარიონეტები ისევ ისე იბრძვიან, სამარადჟამო ოდიესას ამოფარებული კი ვერავინ იკვეხნის მშვიდობას, მაგრამ სამშვიდობოს კი იძახდნენ ისე, ვითომ თავკერძა ფიქრებს გამოქცეული ,სიჭაბუკეს ამოფარებული ვაი მებრძოლები.ბავშვია უხდება ან ახალგაზრდა ხარ გიხდება - ორივე დამანგრეველი ფრაზაა კრიტიკული აზროვნებისთვის,ორივე შთაგონების უარყოფა,სიბერე არ უხდება მგონი არცერთს.ვინაც ახალგაზრდობისას რამეს კი შეეფერა,მოხუცობის ჟამს ვერ აპატია თავის თავს ან თითქმის არ აპატია მისი დაკარგვა.
  ხვევნა-კოცნაში გადაზრდილი დელეგაკტური სულისკვეთების მედია პლაცდარმი,რომელიც იმითაც კი არ გამოიჩევა რომ აზრების დალაგება გაგიადვილოთ,მაშინ აღწევს მიზანს როცა ნაკლები მაყურებელი ყავს,პარადოქსია მაგრამ ფაქტია - რაც უფრო ხშირად უსმენ ტყუილს მით უფრო გიქრება მიდრეკილება იმ კონკრეტულისადმი რამაც ტყუილი გამოიწვია.სამხრეზე და გულისჯიბეზე მედლები თუ არ გვაქ,იმას მაინც ვერ გვეტყვიან რატომ არ დადგით პოსტ სანახაობა ,პოსტ საბჭოთა სივრცის გასაღვივებლადო,ბრძოლა გვიანი არ არის,უბრალოდ მარაზმში გადაიზარდა.
  წყება რომელიც უცნაურ მსაჯულთან მიგვიყვანს, რომელიც არც კი იწყებს იმაზე ფიქრს სად არის საწყისი ბმა,აღგვაქმევინებს რეალობას, რომელიც მარიონეტული განსჯა იქნება კრიტიკული სივრცისა და არა ალეგორია.იქნება კი ჩვენი შემოდგომა წელს,უსისხლო,ვნებიანი,უთაკილო,სანდო?ნოემბრული სიცივით მოცული მთელი ჟღერადობა წალკოტზე გაიშლება.გაგვყინეს მგონი და ახლა გასალღვობად 0.1 გრადუსზე დაგვსვეს,ძვრას ვერ გვიზავენ ისე.
    იმედგაცრუებული ნაკადის იმ განშტოებაში ჩავიკეტე სადაც სასომიხდილი აზრები მდევნიან ,ღმერთისგან შორს უკიდეგანო უკუნეთში.წასვლა გამოსავლად არ მიმაჩნია,ვერც ისეთი ვაჟკაცი ვარ იარაღი ავიღო ხელში და ისე ვიბრძოლო,მაგრამ უხეშად მაინც არ მოვიქცევი იმის გამო რომ რაღაც სიბრაზის გამო ვერ გადავლახე ან მიტევება ვერ შევძელი,თუმცა ბრძოლა გრძელდება და ყოველ ჯერზე მიტევებაც ვერ გამხდის უხეშს.
    ფიფქივით მსუბუქი მხოლოდ სიტყვები დამრჩა მარაგში,შეშლილივით მძიმე ლაპარაკი დამჩემდა ,ყოფიერ სევდაში ვერ ვიპოვე პასუხები და ტრანსცენდენტულ მტერს ვებრძვი,ისეთივე მარტოობით არ ვაგრძელებ ბრძოლას საბედნიეროდ,აქ კი მყავს მეგობრები  (დამცინებენ ან გამაკრიტიკებენ).ისევ შევცდი და ისევ იმ სტიქიას დავემსაგავსე უაზროდ და სწრაფად რომ შთანთქავს ხოლმე ცოცხალს.
 
წლები გადის აგვისტოდ,სიშორეა ტკივილად,
არად მიღირს უღმერთოდ ამათ შორის ტირილი,
არ უამბეს გლოვის დღე დაგვრჩენია კივილად,
სიტყვა ბგერად ქებული,უშრეტელი ტკვილი,
ასე ნაზი ნათქვამით გავსებული საყდარი,
საყდრის პირას სიძველე,ანთებული მშვიდობით,
დაკრეს გულში მთაწმინდას ცეცხლისფერი ლახვარი,
შენ დღეს გმირი ვეღარ ხარ,ვეღარ მოხვალ მშვიდობით,
რაკი ამათ საყვირლად ასე თქმულიც ეყოფათ,
დარჩენილი საყდრიდან ,დუმს, ახლოა  ნაპირი,
მეძებარი დათხარის ცხვირის ხვრელში შეყოფა,
გაჭრილია ვირთაგვა ცეცხლისფერი რაპირით,
თუ კი ამათ უცქერი დაილია მშვიდობა,
მშვიდობისთვის მებრძოლი დღეს არავინ არ არის,
ასე არის მართალი,სიტყვა არ გაყიდო და,
საქართველო იქ არა,საქართველო აქ არის.

    რაც შეეხება გავრცელებულ აზრს კრიტიკის,სრულყოფილი მსჯელობის და გონის სისწრაფის შესახებ,მარტივად გასაგებს გეტყვით არ ენდოთ ადამიანებს რომელთაც იმდენჯერ გამოიცვალეს მეფე ვიდრე მეფობას არ გადააგდებდნენ.მარტივი ის არის რაც პირველად გაიფიქრე,რთული კი ის რასაც ფიქრის შედეგი ქვია,ამაზე იმაზე მეტი ლაპარაკი შემიძლია ვიდრე წერა ,მაგრამ არც მოლაპარაკე მყავს ვინმე და არც მკითხველი ბევრი.
  სიშორე სუფევს - სიშორე რომელის წყების სისწორესთან გვაახლოვებს და ისეთი მარტივიც ვერ არის როგორიც ჟღერადობა სიტყვისა მართალი,მაგრამ ვერჩით ჩვენ იმ წყებებს სიცრუის გზაზე რომ დაგვაყენა,საკითხავია რამდენ ხანს გაძლებს მოთმინება,რამდენ მსხვერპლს დაიტევს გულისფიცარი.ვერ გეტყვით რომელი საუკუნის პრობლემაა მერკანტილიზმი ,მაგრამ აშკარაა ბევრის სიტყვაც კი მერკანტილური წყების მიმდევრობაა.ასეა სამწუხაროდ,იდეამ წარმოშვა საყდარი,საყდარმა ადამიანი ჩამოაყალიბა,ბილწმა შებილწა საყდარი და ღმერთმა დასაჯა როგორც ბილწის მქმნელი ასევე ისიც ვინც არ შეაჩერა(ვერ შეაჩერას არ ვგულისხმობ)და შეიპყრეს ყოველი ეშმაკებმა რათა ებრძოლათ კეთროვანთა(სულიერად) წინააღმდეგ ,მაგრამ ღმერთი დაუშვებს კი იმას რომ ყველა განდევნილი და ავაზაკად ცნობილი მორწმუნე ბნელმა შთანთქას?არ დაუშვებს არც იმას რომ მორწმუნეები დევნონ?ამაში საკვირველი არაფერია,ღმერთის მოიმედემ ხავსი უნდა შემოიცილო ტანზე და არა პირიქით.ცოტა ქნარი აამღერეთ,ცოტა ხელი გაანძრიეთ,დაგვამხეს თავზე სასოება და გონმიხდილი იმაზე მეტადაც ვერ ვიბრძვით  ვიდრე თავისუფლებას მოწყურებული ყოფისთვის  აუცილებელი სუნთქვისთვის არის საჭირო.


თ.გუბელიძე
   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები