 | ავტორი: ოთარ რურუა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 10 მარტი, 2024 |
გიორგი სააკაძე ჩემთვის მამულიშვილობასთან ასოცირდება... ბევრი ფიქრობს რომ დიდი მოურავი ამოუხსნელი ფენომენია, არასდროს იმდენი არ დაწერილა, რამდენიც სააკაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.
გიორგი სიაუშის ძე სააკაძე ჯერ მარტო იმიტომ არის დასაფასებელი, რომ საკუთარ სამშობლოს ყველაზე ძვირფასი – შვილის სიცოცხლე შესწირა პაატას სახით.
„არაფერია ქვეყნად ისეთი ძვირფასი, ნამდვილმა მამულიშვილმა სამშობლოსათვის მსხვერპლად რომ ვერ გაიღოსო“, შვილის წარკვეთილი თავის ხილვისას უთქვამს სახელოვან ქართველ სარდალს.
გიორგი სააკაძეს დავით აღმაშენებლის საფლავზე ფიცი ჰქონია დადებული, რომ დავითის საქართველოს აღადგენდა. სამწუხაროდ დიდ მოურავს შადიმანებმა შეუშალეს ხელი დიდ საქმეში, დანაწევრებული საქართველოს გაერთიანების საქმეში.
გიორგი სააკაძეს ასეთი სიტყვები აქვს ნათქვამი:
„გახსოვდეს: დიდკაცობას კარგი კაცობა სჯობს, კარგ კაცობას - კარგი მამულიშვილობა!“
გიორგი სააკაძეს ქებით მოიხსენიებდნენ და მის ღვაწლს დადებითად აფასებდნენ: პლატონ იოსელიანი, ანტონ ფურცელაძე, ილია, ვაჟა, აკაკი, სიმონ ქვარიანი, ვასილ ბარნოვი, ტიციან ტაბიძე, სანდრო შანშიაშვილი, კოლაუ ნადირაძე, გიორგი ლეონიძე, იოსებ ჯუღაშვილი (სტალინი), ნიკო ბერძენიშვილი, კორნელი კეკელიძე, ალექსანდრე ბარამიძე, მიხეილ ჭიაურელი, ირაკლი აბაშიძე, ივანე გომართელი, დავით გვრიტიშვილი, გივი ჯამბურია, მერაბ ბერძენიშვილი, ჯანსუღ ღვინჯილია, ლევან სანიკიძე, ნოდარ ასათიანი, როსტომ ნიორაძე, დევი კაჭარავა, ოთარ მამფორია, აკაკი გელოვანი, აკაკი ხორავა და სხვები.
უცხოელები: ისქანდერ მუნში, ქრისტეფორე დე კასტელი, ანდრეა გრიფიუსი, ანა ანტონოვსკაია, ბორის ჩორნი, მუსტაფა ნაიმა, იბრაჰიმ ფეჩევი და სხვები.
რაც შეეხება ისტორიკოს ივანე ჯავახიშვილის აზრს, სადღაც წავიკითხე: სტუდენტებს უთხოვიათ ბატონი ივანესთვის, თავისი აზრი დაეფიქსირებინა გიორგი სააკაძესთან დაკავშირებით. ივანე ჯავახიშვილს მოკლედ მიუგია თავისი სტუდენტებისთვის: ,,ვერც კარგს ვიტყვი, ვერც ავსაო“.
ჩემში აღფრთოვანებას იწვევს პოეტ ვაჟა ოთარაშვილის დამოკიდებულება გიორგი სააკაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან. ბატონი ვაჟა ყოველთვის განსაკუთრებულად საუბრობს სააკაძის ღვაწლზე, წიგნი გამოსცა გიორგი სააკაძეზე.
დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:
ჩემთვის გმირია ბერი თევდორე, ვაქებ ცოტნეს და ბაგრატიონებს, ვარ იმ გმირების თანამედროვე, აფხაზეთში რომ მაგრად იომეს.
ჩემთვის გმირია მერაბ კოსტავა, სამშობლოსათვის ნამსახურია, ზვიადს მამულის მადლი მოსავდა, ნათელში იყოს გამსახურდია.
ახლა შარტავაც უნდა ვახსენო და მასთან ერთად გაბესკირიაც, მათ სანთლებს ვუნთებ, სანამ ვარსებობ, წყალობას შევსთხოვ: ნანას, მირიანს.
დედა ქეთევანს - კახთა დედოფალს ვუქებ სიმტკიცეს, რწმენას, მოდგმასაც, წრფელი მადლობა ყველა ეპოქას, გუბაზს, ფარნავაზს, ვახტანგ გორგასალს.
მე მოწამეთას მიწაზე ვდგევარ, სული ტრიალებს არგვეთელ ძმების, მათ არ სჩვევიათ უკან დახევა და ქარქაშებში ჩაგება ხმლების.
იყო შინდისი, ცხრა აპრილი და იყო წლების წინ ბრძოლა ტამიშის, დღეს ჩემშიც ცოცხლობს ყველა გმირი და ქვეყნის სიყვარულს ვერვინ დამიშლის.
ფეხზე ვუდგები სამას არაგველს, მარაბდის ველზე დაცემულ ცხრა ძმას, დედა ღვთისმშობლის კალთა ჰფარავდეს ამ საქართველოს - სალოცავ ტაძარს.
არ შემიძლია - მეც არ ვახსენო სააკაძეთა გვარი, ბუნება, ჩვენი ქვეყანა დღეს რომ არსებობს, არის იმათი დამსახურებაც.
ქართველი თუ ხარ, არ გქონდეს შიში, შეინარჩუნე შენი ზნეობა, დღემდე მაოცებს მხარგრძელთა ჯიში, ახალციხელთა მხიბლავს მხნეობა.
მტკივა ობლობა ვაჟას შვლის ნუკრის, წყაროს წყალს ვასმევთ ქორბუდა ირმებს... ვიდრე ჩაქრება თვალებში შუქი, თავს ვხრი და ვამბობ: დიდება გმირებს!
ოთარ რურუა
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. გაიხარე ოთარ ბატონო, გაიხარე ოთარ ბატონო,
1. გიორგი სააკაძეს
მარტყოფიდან მარაბდამდე, თბილისიდან ნოსტემდე, გზა ბრძოლებით გაიკაფა, თუმცა ხშირად მოსდევდნენ.
იდგა ერის სამსახურში - უშბასავით ამაყი, ვიდრე წავალ და თბილ გულზე ქართულ მიწას დამაყრით,
მსურს ვესტუმრო ერთაწმინდას, გული დარდმა დახია, იქ გიორგი სააკაძის შვილის თავი მარხია.
თუ გვსურს წყლული გავამრთელოთ - საქმე წინ - წინ მიგვყავდეს, მოვუაროთ საქართველოს, ერთმანეთი გვიყვარდეს.
ოთარ რურუა გიორგი სააკაძეს
მარტყოფიდან მარაბდამდე, თბილისიდან ნოსტემდე, გზა ბრძოლებით გაიკაფა, თუმცა ხშირად მოსდევდნენ.
იდგა ერის სამსახურში - უშბასავით ამაყი, ვიდრე წავალ და თბილ გულზე ქართულ მიწას დამაყრით,
მსურს ვესტუმრო ერთაწმინდას, გული დარდმა დახია, იქ გიორგი სააკაძის შვილის თავი მარხია.
თუ გვსურს წყლული გავამრთელოთ - საქმე წინ - წინ მიგვყავდეს, მოვუაროთ საქართველოს, ერთმანეთი გვიყვარდეს.
ოთარ რურუა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|