ნაწარმოებები


    * * *         * * *         * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი - 2025. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *         * * *         * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
23 აგვისტო, 2024


* * *

მე უნდა წავიდე, ლევანია,
ჩემი გული ყურძნის მტევანია
გზები მიცდის ჩემი მწვერვალიდან
ხრამში ჩამომყურებს სული.

ახლა გაცილებით ცრუ ვიქნები
თავთან, სინანულთან, წუთი არის;
ვერ გადავაფურთხე ეს წიგნები
ეშმაკის წისქვილებს ვუტრიალე.

და რას ვფქვავდი, ახლაც მიწერია
წინ სხვა რვაფერადი მიწებია
ერთხელაც არ დამიმიზნებია
ისე გავაპე ცხრა მიზანი.

თითქოს გოლიათის მითს ვყვებოდე,
და თითქოს მომყვებიან მეფეები
ატირებული მეფეები
მაღალსტანდარტიან დედოფლების
კაბის კალთებთან.

ვიცი, ჩვენ წლები გვემატება
დამრჩენი მხოლოდ მამულია
სადაც ხუთი წლის ბიჭს აუვლია
მერე ჭინკას სიცილით ჩაუვლია

ორი ნატეხია ჩემი პური
შუშის ნატეხშია ჩემი სული
ახლა გაცილებით იოლია
გზა საძახებლად შენისლული.

ხუთი თითივით ცნობს ჩემს ხეტიალს
იცის შემდეგი ნაბიჯები
შუშის ნატეხშია ჩემი სული
არ მოვუფრთხილდები - გავიჭრები.

აღარ დამირჩება სხვა ხალისი
საოცრება და ალისია
თვალი ყველა წამით გამივსე და
იმედი სულ წამართვი ხვალის.

ვიცი, ჩემი წასვლა, ლევანია.
გადაგდებული მტევანია
დრო არ ვარ, არც მევენახე, მევე ვნახე
ეგ მახეები და დროის მითი.

გული ხალისია, და სიხარულს
ვტოვებდე ბზრიალა მანქანებთან
წყალზე გემივით რომ აქანებდა
ქარი ნაჩუქარი ვარდის ჯვრებით


მე უნდა წავიდე, ლევანია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები