 | ავტორი: მათე ჟანრი: პროზა 15 მარტი, 2009 |
სიზმარი
,,მხიარული გული სახესაც ახარებს, გულის წუხილისას სულიც იტანჯება.’’ იგავ. 15.13.
დიდი წითელი მზე ჰორიზოტზე გაჩერებულა, თითქოს ჩასვლა გადაიფიქრაო... ცის სილურჯე მზის ირგვლივ, ყოველგვარი გარდამავალი ფერის გარეშე, პორდაპირ ინთქმება ალისფერებში... მიწასაც მეწამური გადაჰკვრია, ჩქამი არ ისმის... ჰორიზონტამდე გახსნილ სივრცეს არ აკრთობს არავითარი მოძრაობა... და უცებ, თითქოს სადღაც უზარმაზარი წვეთი მოსწყდაო, ... ისმის ვარდნის ხმა... და დიდი წითელი მზე ჰორიზონტს იქით ერთბაშად ვარდება... კაენის ირგვლივ სრული უკუნეთი და მდუმარება დაისადგურებს... მას ერთ წამს თითქოს აღარც მიწა იმაგრებს ფეხქვეშ, და აღარც ზეცა ფარავს ზევიდან... და ამით გულშეძრულს საკუთრი ღრიალის ხმა გამოაღვიძებს...
***
მერე?... მერე დიდხანს წევს გაოგნებული... წევს... და ელოდება... ელოდება რაღაცას მანამ, სანამ მამლის პირველი დაყივლება არ წამოაგდებს ზეზე... უცებ, გადაიცმევს ტყაპუჭს და გველცემულივით გაეცლება მამისეულ სახლს. გარბის კაენი მინდვრად... გარბის ისე, თითქოს უნდა ჰორიზონტს დაეწიოს და ნახოს, მართლა ჩავარდა მზე სადმე... თუ?!... მაგრამ აი, მზე ოქროსფერ თავს ამოჰყოფს და სულ ნაზად, ნაზად მოულამუნებს სხივს სახეზე... აქ კი კაენი შედგება, თვალებს მოიფშვნეტს, თითქოს ახლა გაიღვიძაო, მიმოიხედავს, ერთს ამოიოხრებს და სრულიად დამშვიდებული დაუბრუნდება მამისეულ სახლს, ისე, თითქოს არაფერი მომხდარაო. შინ, მიჩვეულნი მის დილაბნელ გასეირნებებს, ამასაც კაენისეულ უცნაურობებს მიაწერენ და არაფერს გამოჰკითხავენ... მხოლოდ დედა... დედა მიაშუქებს მომლოდინედ ზეცისფერ თვალებს, მაგრამ ისიც არაფერს ჰკითხავს, რადგან იცის, მისი კაენი ნამდვილ მიზეზს მაინც არ გათქვამს.
2004წ. 10 სექტემბერი. ჩიხა.
(გაგრძელება იქნება)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. მხოლოდ დედა... დედა მიაშუქებს მომლოდინედ ზეცისფერ თვალებს, მაგრამ ისიც არაფერს ჰკითხავს, რადგან იცის, მისი კაენი ნამდვილ მიზეზს მაინც არ გათქვამს. მხოლოდ დედა... დედა მიაშუქებს მომლოდინედ ზეცისფერ თვალებს, მაგრამ ისიც არაფერს ჰკითხავს, რადგან იცის, მისი კაენი ნამდვილ მიზეზს მაინც არ გათქვამს.
14. 55555ძალიან , ზალიან რრმა და ნიჭიერი ხარ 55555ძალიან , ზალიან რრმა და ნიჭიერი ხარ
10. ველოდებით გაგრძელ;ებას :) ველოდებით გაგრძელ;ებას :)
9. ზეცისფერი თვალები...
უი,მაიკო მინაწერს ეხლა შევხდე,მე მეგონა თან წერდი და თან დებდი:)
ზეცისფერი თვალები...
უი,მაიკო მინაწერს ეხლა შევხდე,მე მეგონა თან წერდი და თან დებდი:)
8. ძალიან კარგია, ორიგინალური! ყველა გადავიკითხე! საინტერწესო მიდგომაა ;) ძალიან კარგია, ორიგინალური! ყველა გადავიკითხე! საინტერწესო მიდგომაა ;)
7. დაველოდები გაგრძელებას! დაველოდები გაგრძელებას!
6. მომეწონა ჰორიზონტზე გაჩერებული მზიდან_ ზეცისფერ თვალებამდე! მომეწონა ჰორიზონტზე გაჩერებული მზიდან_ ზეცისფერ თვალებამდე!
5. მშვენიერია! :)! მშვენიერია! :)!
3. მე მგონი აბელზე ნაკლებად არც კაენი მიყვარდება...ჯადოქარი ხარ... მზის როლი ძალიან მაგრად გაქვს დახატული...და დიდი წითელი მზე ჰორიზონტს იქით ერთბაშად ვარდება... კაენის ირგვლივ სრული უკუნეთი და მდუმარება დაისადგურებს... როცა სიყვარულით მოეფერება კაენს... მაგრამ აი, მზე ოქროსფერ თავს ამოჰყოფს და სულ ნაზად, ნაზად მოულამუნებს სხივს სახეზე...555555555555555
მე მგონი აბელზე ნაკლებად არც კაენი მიყვარდება...ჯადოქარი ხარ... მზის როლი ძალიან მაგრად გაქვს დახატული...და დიდი წითელი მზე ჰორიზონტს იქით ერთბაშად ვარდება... კაენის ირგვლივ სრული უკუნეთი და მდუმარება დაისადგურებს... როცა სიყვარულით მოეფერება კაენს... მაგრამ აი, მზე ოქროსფერ თავს ამოჰყოფს და სულ ნაზად, ნაზად მოულამუნებს სხივს სახეზე...555555555555555
2. მაგარია, გულწრფელად მოვიხიბლე! მაგარია, გულწრფელად მოვიხიბლე!
1. ყოჩაღ, მათე-ბიჭო! ალალად ყოჩაღ! 5 ყოჩაღ, მათე-ბიჭო! ალალად ყოჩაღ! 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|