ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცოტათი პოეტი
ჟანრი: პოეზია
8 აპრილი, 2024


  ჩამოტვირთვა

მომე-ნატვრები

ულაპარაკოდ მოგიყევი ჩემი ამბები,
თვალებში ჩამდგარ სევდას ყავდა თავის მკითხველი,
გაზაფხულობით უფრო მეტად მასევდიანებს,
უღრუბლო ცა და მოლაჟვარდე დილა მზისფერი.

ვერ ვეგუები აბა რა ვქნა ისევ ავტირდი,
მენატრები და ვის მივადგე ახლა შენს ნაცვლად,
ვის ჩავეხუტო მოვეფერო შენებ გულღიად,
გამეცალე და გამიფრინდი გულიც თან გაგყვა.

მოვა ზაფხული დაედება დღეებს მზის ფერი,
გადაედება ჩვენს გზებს ისევ ყაყაჩოს ფერი,
მე კი საფლავთან მომღიმარი ბიჭის ტკივილით,
დაუწერელი ფურცლებივით მხოლოდ შევცქერი.

რა ვქნა ძამიკო როცა ვერ ვძლებ ისევ მინდება,
ვწერო რადგანაც ვერვინ ვპოვე დარდის საშველი,
მენატრები და ეს გზის ბოლოც აღარ გამოჩნდა,
იქნებ დაბრუნდე,ჩემთვის ვფიქრობ და გზას გავცქერი..

ლ.ბ
2024

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები