ასე რომ დაიწყო ჩუმი გარიგება, ჩვენი არჩევანი ისევ გაყიდული, არა ოქტომბერი სხვისი არ იქნება, ვიყოთ მართალნი და თუნდაც გაფიცულნი, ჩემი სურვილები თქვენთვის მიჩუქნია, ჩემთვის სულიერი დაღლის არიდებად, ასე სამართალი განა ვის უქნია, არა ჩემი არის სხვისი არიქნება, სუსხი,ნელი ქარი ისევ დაგვეწია, საყდრებს ლეწავენ და ჩვენსას გვანატრებენ, ასე ჩვენ სურველებს საღი არ ეწია, თითქმის სიბნელეა თითქმის ანათებენ, შენი გაოცება ჩემთვის სიკეთეა, რადგან ომიანი დარჩეს აგვისტოსთვის, მთების ღვარცოფების ჩუმი სიშლეგეა, მინდა გამოირკვეს ესეც ამიტომ ვთქვი, რადგან აღარავინ, თითქიმს დუმილია, რატომ ვიახლოვებთ ღმერთის განრისხებას, მისი პასუხები ჭექა-ქუხილია? თუ კი მოვახერხებთ ისევ გაღვიძებას, ასე ბუნებაზე სულ მთლად მინდობილა, წამი ერთობის და წუთი მშვიდობისა, მესმის მტერი რატომ,როდის იძმობილა, საქმე სიმართლეა განაყიდობისა, ასე სულ მთლად მთელი ამბავს გავეკიდე, ამბავს რომლიდანაც წყება გამქრალია, თუ კი მტრის ბილიკებს ძმურად აეკიდე, მაშინ შენი ზღვები უკვე დამშრალია, მაინც ვეღარ იტყვი მასზე მორჩილებას, პირი მთაწმინდისკენ თუ კი შეაქციე, ჯობდა სიმარტოვე ერთ დიდ შერკინებას? ჯობს კი გაქცევა რომ ხალხსაც შეაჩვიე? ასე უმჯობესად ამბავს რომ გიყვები, განა არა ვიცი თქვენი წინაღობის, მე კი ამ სიტყვებით ასე რომ ვიცლები, შენ კი უსიტყვობის მადლში ყირაობდი, თურმე თქვენი არის ხალხის გამოქცევა, თურმე საზღაურად მათი მორჩილებით, ვერა ვერ ვიქნებით ვინმეს გაოცება, იყავ მართალი და სხვა თქვი ოღონდ ნებით.
თ.გუბელიძე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|